“ცხინვალის” ფეხბურთელები თურქეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
საფეხბურთო გუნდ “ცხინვალის” ფეხბურთელები უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.
Rustavi 2-ის ინფორმაციით, “ცხინვალის” 5 ფეხბურთელი თურქეთის სასამართლომ სრულიად ყველა ბრალდებაში გაამართლა და ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნებას ხვალვე შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალელებს თურქეთის პოლიცია სავაჭრო ცენტრში ქურდობას ედავებოდა, ხოლო, ქართველების განცხადებით, მათ ყველა გადახდის ჩეკი ჰქონდათ და ისინი ამ საქმეში სრულიად მართლები იყვნენ.
აღნიშნულმა შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში და ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბს საქართველოს იმიჯის დაცვა და ადეკვატური ქმედების განხორციელება მოსთხოვა.