“ცხინვალმა” გამოცდილი მეკარე დაიმატა
ევროთასებზე გასულმა “ცხინვალმა” მნიშვნელოვანი ტრასნფერი განახორციელა. ამიერიდან კახა კაჭარავას გუნდის კარს 31 წლის ომარ მიგინეიშვილი დაიცავს, რომელიც დასრულებულ სეზონში გორის “დილასთან” ერთად ჩემპიონი გახდა, თუმცა გორული კლუბი დატოვა, რადგან ნუკრი რევიშვილის სახით ძლიერი კონკურენტი ეყოლებოდა და ძირითადში თამაშის შანსსაც ფაქტობრივად დაკარგავდა.
ცნობილია, რომ ცხინვალელთა შემადგენლობაში ითამაშებენ ლევან კაკუბავა, ზვიად ლობჟანიძე და აკაკი შულაიაც.
შეგახსენებთ, რომ “ცხინვალი” 2 ივლისიდან ევროპალიგაზე ითამაშებს. ქართული გუნდი მეტოქე 22 ივნისს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.