ცხოვრება ოთხ ფერში

თარიღი: მაისი 9, 2014

ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევარზე ნაკლები დრო დარჩა. ადგილობრივი მოსახლეობა მოუთმენლად ელის მუნდიალის სტარტს, თუმცა მათ შორის ერთი კაცი განსაკუთრებით გამოირჩევა.

ეს ამბავი 20 წლის წინათ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო. აშშ-ის მუნდიალის ფინალში ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებები გავიდნენ. ჩემპიონატის დაწყებამდე  ბრაზილიელმა ადვოკატმა ნელსონ პავიოტიმ პირობა დადო, თუ გავიმარჯვებთ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის დროშის ფერებში გამოწყობილი ტანსაცმლით ვივლიო. ის ფინალური შეხვედრა ბრაზილიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, პავიოტი კი სიტყვის გატეხვას არ აპირებდა და იმ დღიდან მოყოლებული ამ დრომდე ბრაზილიის დროშის ფერებშია გამოწყობილი. 63 წლის ბრაზილიელი ადვოკატის კარადაში მხოლოდ ყვითელი, მწვანე, ლურჯი და თეთრი (ბრაზილიის დროშის ფერები) ფერის ტანისამოსი მოიძებნება, სახლი, ოფისი, ავტომობილი – ყველაფერს „სელესაოს“ ფერები აქვს.

დავიწყოთ სამზარეულოთი. ნელსონი მხოლოდ იმ საკვებს მიირთმევს, რომელსაც ყვითელი, მწვანე, თეთრი და ლურჯი ფერები აქვს. ამ ფერების შეფერილობა ძირითადად ხილ-ბოსტნეულს აქვს. შესაბამისად, ნელსონი ჯანსაღი საკვებით იკვებება. მაგიდის გადასაფარებელი, სკამები, კედლები – აქ ყველგან ბრაზილიის დროშებია.

ნელსონის ავტომობილიც ბრაზილიის დროშებით არის აჭრელებული. სამსახურშიც და სასამართლოშიც ამ უცნაური მანქანით დადის. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ავტომობილის შეფერილობა იქცევდეს ხალხის ყურადღებას. ნელსონს მანქანის თავზე ხმის გამაძლიერებელი  აქვს დამონტაჟებული, ბრაზილიის ჰიმნს რთავს და ისე მიდის, თან ქუჩიდან მომღიმარი ბრაზილიელი ესალმებიან.

„თავს პატრიოტად ვთვლი, რომელსაც ბრაზილია უყვარს, უყვარს ეს მიწა და ეს ხალხი. იმედი მაქვს, რომ ბრაზილიას დიდებული მომავალი ექნება, უკეთესი ცხოვრების იმედით ვარ.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბრაზილია იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მრავალი მესიჯი გავუგზავნოთ მსოფლიოს. იმის დამოუკიდებლად, მოვიგებთ თუ ვერა ჩემპიონატს, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აქ ვართ, ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ბრაზილია. მსოფლიოს ჩემპიონატი და ფეხბურთი ხომ ხალხს აერთიანებს?!“ – აცხადებს პავიოტი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ მიულოცეს ლიონელ მესის დაბადების დღე თანაგუნდელებმა (ვიდეო)

ლიონელ მესი დღეს 34 წლის გახდა. კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში, კოპა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტმა სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების გადაწყვეტილება განმარტა

უეფამ საკუთარ ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა

მომდევნო სეზონიდან უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუსიენ ფავრი პრემიერ ლიგის გუნდს გაწვრთნის

“კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში გუნდს ლუსიენ ფავრი გაწვრთნის. რამდენადაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულინიო “ბარსელონას” საკუთარ თავს სთავაზობს

კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo პაულინიოს “ბარსელონაში” დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ 3...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკო არნაუტოვიჩი კარიერას იტალიაში გააგრძელებს

ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების შემტევი, მარკო არნაუტოვიჩი, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ბედი ელის ფილიპე კოუტინიოს კატალონიურ კარიერას?

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, წინასასეზონო მომზადების პერიოდს გუნდთან ერთად გაატარებს. L’Esport...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ რონალდუსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიისა და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებებმა გამარჯვებულის გამოვლენა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალი დაეიმ კრიშტიანო რონალდუს მიმართა

გუშინ, 24 ივნისს კრიშტიანო რონალდუმ საფრანგეთთან მატჩში დუბლი შეასრულა. პორტუგალიელთა კაპიტანმა სანაკრებო დონეზე 109-ე გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

23 ივნისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. გაირკვა, თუ როგორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ალი დაეის რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში […]...
წაკითხვა