ცხოვრება თვითონ გავირთულეთ
უეინ რუნი სწუხს იმის თაობაზე, რომ “ევერტონთან” გამართულ წუხანდელ შეხვედრაში “იუნაიტედის” შეტევა უნიათოდ გამოიყურებოდა.
“შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. პირველ ტაიმში კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ ამასტან ერთად ვერ შევქმენით საკმარისი საგოლე მომენტები. “ევერტონი” დაცვაში იჯდა და ხაზის დაშლა გვჭირდებოდა. მაგრამ არ გამოგვივიდა და დავმარცხდით.”
“ყველამ იცის, რომ საშინაო კედლებში “ევერტონი” ძალიან ძლიერია. სამწუხაროდ ორი შეცდომა დავუშვით, რომელიც გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. ჩვენ სამი ქულისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ ცხოვრება თავად გავირთულეთ და სტადიონს ხელცარიელები ვტოვებთ.”
“პენალტზე კამათიც კი არ ღირს. ბურთი აშკარად მოხვდა ფილ ჯონსს ხელზე. მეორე ეპიზოდში კარგად მოაწყვეს კონტრშეტევა, რომელიც მის დასაწყისშივე უნდა ჩაგვეხშო. შესვენებამდე ორი ბურთის გაშვების შემდეგ, რთულია სასურველ შედეგზე იფიქრო. დავმარცხდით და ამით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/