ცხრა ფრანგი ვუნდერკინდი – ახალი მბაპეს ძიებაში

თარიღი: მაისი 26, 2019

ფეხბურთი ის სპორტი გახლავთ, სადაც მოცემულობები ყოველ წამს იცვლება. სულ ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რა საფეხბურთო სამყარო 18 წლის კილიან მბაპეს გასაოცარმა შესაძლებლობებმა გააკვირვა, როდესაც “მონაკომ” ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებების დატრიალება შეზლო.

“მონაკოში” გაბრწყინების შემდეგ კილიან მბაპე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მთავარი გმირი გახდა – ახალგაზრდა ფრანგი შემტევი “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდა მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელი ტრიოს შექმნის იმედით (ნეიმარი – მბაპე – კავანი).

და კიდევ, მან უკვე მოასწრო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

წელს კილიანი 21 წლის გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის ნაკრების სელექციონერებმა უკვე დაიწყეს მომავალი “ოქროს ბიჭუნის” ძიება. ჩვენ გთავაზობთ 9ფრანგ ვუნდერკიდს, რომელმაც, შესაძლოა, მბაპეს წარმატება გაიმეოროს.


ხეფრენ ტურამი (“მონაკო”)


სიმბოლური იქნება, თუ ახალი მბაპეს ძიებას “მონაკოდან” დავიწყებთ. ამჯერად წარმატებას 18 წლის ნახევარმცველ ხეფრენ ტურამს უწინასწარმეტყველებენ, რომლის დებიუტიც უკვე შედგა ჩემპიონთა ლიგაზე, რასაც გუნდის ყოფილ თავკაც ტიერი ანრის უნდა ვუმადლოდეთ.

წინათგრძნობა არ გღალატობთ – ხეფრენი საფრანგეთის ნაკრების ლეგენდის, ლილიან ტურამის მეორე ვაჟი გახლავთ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ხეფრენი მამამისის ნაკვალევს გაუყვეს, რამდენადაც მისი ტრანსფერით “იუვენტუსია” დაინტერესებული.

<

ხეფრანი საკმაოდ კრეატიული დაცვითი ტიპის ნახევარმცველი გახლავთ, რომელსაც სწრაფად შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს უკანასკნელი საფრანგეთის U16, U17 და U18 ნაკრებებს წარმოადგენდა. მართალია, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, თუმცა სავარაუდოა, რომ სულ მალე გამოიძახებენ ძირითად ნაკრებშიც – რამდენად შეძლებს მამამისის რეკორდის გამეორებას (142 მატჩი ნაკრებში), ეს მეორე საკითხია.


უილიამ სალიბა (“სენტ-ეტიენი”)


უილიამ სალიბა 18 წლის ასაკში “სენტ-ეტიენის” დაცვის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. 193 სმ. სიმაღლის სალიბას ფიზიკური კონდინციები საშუალებას აძლევს, თავი საჯარიმოს მმართველად იგრძნოს.

სალიბა აგრეთვე გამოირჩევა ფსიქოლოგიური მომზადებითაც, ასაკის მიუხედავად, ეს უკანასკნელი რიგ შემთხვევაში სწორ და კარგად აწონილ-დაწონილ გადაწყვეტილებებს იღებს.

სალიბას მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები იჩენენ და მათი სკაუტები რეგულარულად აკვირდებიან ფეხბურთელს, რომელიც ყოველ ორ მატჩში საშუალოდ ერთ დრიბლინგს გვთავაზობს.


ენცო ლუაოდისი (“დიჟონი”)


Transfermarkt-ის მიერ 5.50 მილიონ ევროდ შეფასებული ენცო ლუაოდისი საფეხბურთო სამყარომ მიმდინარე სეზონში, ლიგა 1-ის მასშტაბით ჩატარებულ მატჩებში გაიცნო.

18 წლის ახალგაზრდა ვარსკვლავი გამორჩეულად შედეგიანია მაღალი პრესინგის თამაშისას. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში ლიგა 2-ში იასპარეზებს, დარწმუნებული იყავით, რომ ენცოს მატჩებს სკაუტები არ მოაკლდებათ.

მიმდინარე სეზონში ენცომ საფრანგეთის ჩემპიონატში 851 წუთი ითამაშა.


ბუბაქარ კამარა (“მარსელი”)


მართალია, ბუბაქარი ჯერ კიდევ 19 წლის გახლავთ, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე შეძლო “მარსელის” დაცვის ხაზში თავისი ადგილის დამკვიდრება და დღეს ის ძირითადის მოთამაშედ განიხილება.

ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა 2018/19 წლების სეზონში ლიგა 1-ის 27 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტიც გახდა (პრიზი მბაპემ მოიგო).

საჰაერო ორთაბრძოლებში ახალგაზრდა ფეხბურთელი უდავოდ დომინირებს. მიმდინარე სეზონში მან 64 საჰაერო ორთაბრძოლის მოგება შეძლო, რაც მეხუთე საუკეთესო მაჩვენებელი გალავთ საფრანგეთის ჩემპიონატში. კამარა არც ტექნიკურობას უჩივის, რაც დღევანდელ ფეხბურთში საკმაოდ ძლიერი იარაღია მცველისთვის.

დაიმახსოვრეთ მისი სახელი. მისი ტრანსფერით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული.


ბუბაქარი სუმარე (“ლილი”)


“პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდული აკადემიის მიერ აღზრდილმა სუმარემ საკუთარი შესაძლებლობები სრულად “ლილში” გამოამჟღავნა და მალევე გახდა სკაუტების სასურველი სამიზნე.

მართალია, მარსელო ბიელსა ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდად არ წყალობდა, თუმცა კრისტოფ გალტიერმა ეს უკანასკნელი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ აქცია.

ენერგიულმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 552 წუთი დაყო მოედანზე და 42-ჯერ შეძლო ბურთის დაბრუნება გუნდისთვის. ბუბაქარი რთულ მოქმედებებს ისე ასრულებს, რომ თითქოს ყველაზე ადვილი რამ იყოს.

მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, ნამდვილად უნდა დააკვირდეთ ამ ფეხბურთელს.


ამინ გუირი (“ლიონი”)


19 წლის ამინ გუირის ნამდვილად ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში – ფრანგ თავდამსხმელს პირად აქტივში 38 მატჩში გატანილი 36 გოლი უგროვდება.

“ლიონის” ახალგაზრდა ტალანტმა 2017 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მიიღო – ოთხ მატჩში მან რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და რვაჯერ შეძლო მეტოქე გუნდების კარის აღება.

დამაგვირგვინებელი ფაზის “ფინიშერი” იმედოვნებს, რომ კარიმ ბენზემასა და ალექსანდრე ლაკაზეტის ნაკვალევს გაყვება და პირველ რიგში “ლიონში” შეძლებს წარმატებების მიღწევას.


იასინ ადლი (“ბორდო”)


“პარი სენ-ჟერმენში” ჩათვალეს, რომ ერთი ადრიენ რაბიო საკმარისი იყო (ადლისა და რაბიოს ვარცხნილობა ძალიან გავს ერთმანეთს) და იასინ ადლი “ბორდოში” გაუშვეს თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

18 წლის ადლის კრეატიულობა გამოარჩევს, თუმცა ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ადლის გუირის კატეგორიის ფეხბურთელებს მივაკუთვნებთ, რომელთაც თავიანთი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუმჟღავნებიათ.


ადილ ოჩიჩე (“პსჟ”)


17 წლის ადილი სწორედ ის ფეხბურთელი გახლავთ, რომლითაც “პარი სენ-ჟერმენის” აკადემიას შეუძლია იამაყოს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ტომას ტუჰელმა მას ძირითად გუნდში თამაშის უფლებაც მისცეს.

ახალგაზრდა შემტევმა ახალგაზრდულ ჩემპიონატში არაერთხელ შეძლო თავის გამოჩენა, ისევე როგორც ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში და სავარაუდოა, რომ მომავალში ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცეს.


ლენი პინტორი (“ლიონი”)


ჩვენ სიაში “ლიონის” კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხდა – საუბარია პინტორზე, რომელიც ორი უძლიერესი ფეხით არის დაჯილდოვებული.

მსგავსად ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, ლენიმაც 2017 წელს მიიპყრო სკაუტების ყურადღება. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში მან ხუთჯერ შეძლო გოლის გატანა და “ლიონს” მეოთხედფინალებში გასვლაშიც დაეხმარა.

პინტორი სისწრაფით გამოირჩევა და უმეტესად მარჯვენა ფეხით არჩევს დარტყმას. მართალია, ჯერაც ვერ შეძლო “ლიონის” ძირითადში მოხვედრა, თუმცა პოლონეთში ჩასატარებელი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდი ალბათობით, ვითარება შეიცვლება.

ბონუსი: 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო გოლი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ატლეტიკო” და “პარი სენ-ჟერმენი” თავდამსხმელებს გაცვლიან

“პარი სენ-ჟერმენის” ურუგვაელ თავდამსხმელ ედინსონ კავანის, გასული სეზონის მიმდინარეობისას ამცნეს, რომ ახალი კლუბის ძებნა უნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუი კოშტა: “რონალდუზე 300 წელი ისაუბრებენ”

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რუი კოშტა, პრესასთან კრიშტიანუ რონალდუს მიღწევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის სეივი დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Erling Haaland vs Manuel Neuer’s 🧱 pic.twitter.com/FA9oqfWtp7 — Sifiso Msezane (@MsezaneSifiso) September 30, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის გოლი “ბაიერნის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Håland, la sana costumbre. pic.twitter.com/zhgS3BesGy — Fútbol Vertical (@futbol_vertical) September 30, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შუქურას” ბრაზილიელი ფეხბურთელის ღირსეული საქციელი (ვიდეო)

“შუქურას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯეფერსონ ჯერალდომ დღეს თავი ორჯერ გამოიჩინა. ჯეფინიოს მატჩის წინ ეროვნული ლიგა 2-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” “აიაქსის” ფეხბურთელს იმატებს

ამსტერდამის “აიაქსის” მარჯვენაფლანგელი მცველი სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმებას გადის. გავრცელებული ინფორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესი: “მინდა, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა. შეცდომებზე პასუხს ვაგებ, მაგრამ̷

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ გუნდის ფანებს მიმართა და “კამპ ნოუდან” მისი არშემდგარი აბარგების თაობაზე კომენტარი […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერიკ დაიერის პოსტი სოციალურ ქსელში “ჩელსისთან” მატჩის შემდეგ (ფოტო)

29 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასის მატჩში ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” ესპანელ “დავიდ ვილას” იმატებს, რომელსაც “ბარსელონას

თბილისის “დინამო” ესპანელ თავდამსხმელ კარლოს კასტრო გარსიას იმატებს, რომელიც ბოლოს “მალიორკაში” თამაშობდა. საფეხბურთო ექსპერტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოსა და ლამპარდის შელაპარაკება მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

ინგლისის ლიგის თასზე ერთამენთს “ტოტენჰემი” და “ჩელსი” უპირისპირდებიან. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, როცა ანგარიში “ჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “თუ მესის სუარესთან ერთად თამაში უნდა, ყველაფერი

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ ლუის სუარესის ტრანსფერსა და ლიონელ მესის შესაძლო გადმობირებაზეც ისაუბრა. “ცხოვრებაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ბედი ელის “არარატ-არმენიასა” და “ცრვენა ზვეზდას” მატჩს?

ჩვენ სამეზობლოში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, უეფამ “არარატ-არმენიასა” და “ცრვენა ზვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანური პრესა: უსმან დემბელეს პრემიერ ლიგაში ვიხილავთ

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, უსმან დემბელე, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებასთან ახლოსაა. ინფორმაციას პოპულარული ესპა...
წაკითხვა