წლის ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით და სკანდალით დასრულდა! (ვიდეო)
7 ოქტომბერს, ლას ვეგასში UFC 229-ის ეგიდით ერთმანეთს ამ ორგანიზაციის ორი ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდნენ.
პირველ რაუნდი სანახაობის გარეშე წარიმართა. ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი დასაწყისშივე ჭიდაობის ილეთით წააქცია და მთელი რაუნდი ასე მიილია. მეორე რაუნდში დაღესტნელმა მებრძოლმა უპირატესობა მოიპოვა, ერთ მომენტში მან ირლანდიელმ მეტოქეს ძლიერი დარტყმა მიაყენა და წააქცია. მესამე რაუნდში მცირე უპირატესობა მაკგრეგორმა მოიპოვა.
გამარჯვებული მეოთხე რაუნდში გამოვლინდა – ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, ირლანდიელი სპორტსმენი კი დანებდა.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ დარბაზში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონიდან გადახტა და მაკგრეგორის გუნდის წევრებთან იჩხუბა. ამის შემდეგ, ოქტაგონზე ხაბიბის გუნდის წევრები შეცვიდნენ, რომლებმაც კონორს დაარტყეს.
დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ორგანიზატორებმა მაკგრეგორი ოქტაგონიდან გაიყვანეს. ორგანიზატორებმა ხაბიბს ჩემპიონის ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს, ამის მიზეზად კი უსაფრთხოების ზომების დაცვა დასახელდა.
დარბაზში მომხდარი ინციდენტის კადრები
Conor McGregor taps! Khabib Nurmagomedov is still UFC lightweight champion! #UFC229 pic.twitter.com/V9Dp9D5fvh
— Ryan Songalia (@ryansongalia) October 7, 2018
OH MY!#UFC229 pic.twitter.com/BI5lla8wQP
— UFC Aus/New Zealand (@UFC_AUSNZ) October 7, 2018