წლის პირველი ღია ვარჯიში
4 თებერვალს (ხუთსაბათს), რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩამდე (საქართველო-გერმანია, 06/02/16, 14:00, ავჭალის სტადიონი) 2 დღით ადრე ბორჯღალოსნები შევარდენზე პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც 16 საათზე დაიწყება და დასწრება ტრადიციულად ყველასთვის თავისუფალია.
ჟურნალისტების საყურადღებოდ:
ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის. ამ დროის გასვლის შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებს ეთხოვებათ ფოტო-ვიდეო გადაღების შეწყვეტა;
ბილეთები
შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროში 4 და 5 თებერვალს 11-დან 19 საათამდე, ხოლო 6 თებერვალს ბილეთები 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარი.
აქვე გაცნობებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაუნომრავია, აქედან გამომდინარე ქომაგებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და მატჩზე ადრე მოვიდნენ, რათა კარგი ადგილების დაკავება შეძლონ.
Rugby.GE