წლის საუკეთესო ლელოს ავტორად ხოაკიმ ტუკულეტია დასახელდა (ვიდეო)
დღეს მონტე კარლოში “მსოფლიო რაგბის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამაჯვებულები გამოვლინდნენ.
ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესო, საუკეთესო ლელოს ავტორის ვინაობის დასახელება იყო, რადგან ნომინირებულ მორაგბეთა შორის ახალგაზრდა ქართველი გელა აფრასიძეც იყო, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ჯილდოსათვის ქართველი სპორტსმენი იბრძოდა. მას კონკურენციას შონ ო’ბრაიენი (ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები), პორშა ვუდმენი (ახალი ზელანდია) და ხოაკიმ ტუკულეტი (არგენტინა) უწევდნენ, საბოლოოდ პრიზს სწორედ უკანასკნელი მათგანი დაეუფლა.
ასევე ცნობილი გახდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მორაგბეთა ვინაობა:
წლის საუკეთესო მორაგბე – ბოდენ ბარეთი (ახალი ზელანდია).
წლის საუკეთესო გუნდი – Black Ferns (ახალი ზელანდია – ქალთა ნაკრები).
წლის მწვრთნელი – ედი ჯონსი (ინგლისი).
საუკეთესო მსაჯი – ჯოი ნევილი (ირლანდია).
საუკეთესო ახალბედა – რეიკო აიონი (ახალი ზელანდია).
საუკეთესო მოშვიდკაცე – პერი ბეიკერი (აშშ).
The IRPA Try of the Year 2017 goes to Joaquin Tuculet of @unionargentina after winning the fan vote on our Twitter channel! 14,000 votes overall! pic.twitter.com/I8DzheRQqA
— World Rugby (@WorldRugby) November 26, 2017