წლის წიგნი 2013-2014-ის და ვიდეოკლიპის პრეზენტაცია

თარიღი: დეკემბერი 12, 2014

„წლის წიგნი 2013-2014“ – საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ რიგით მესამე ჟურნალი გამოსცა, სადაც თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გასულ სეზონში გაუწია.

ჟურნალის პრეზენტაცია „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ მოეწყო, სადაც თავი ყველა თაობის წარმომადგენლებმა მოიყარეს. „წლის წიგნთან“ ერთად გაიმართა კალათბურთის პოპულარიზაციისთვის გადაღებული ვიდეო-რგოლის – „ვითამაშოთ კალათბურთის“ პრეზენტაციაც.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად „წლის წიგნის“ პრეზენტაციას ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტული განვითარების მენეჯერი კოსტა ილიევი დაესწრო.  „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ თავი მოიყარეს ვეტერანებმა, გოგონათა და 14-წლამდელთა ნაკრებების წევრებმა, სუპერლიგის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა და, რა თქმა უნდა, სპონსორმა კომპანიებმა.

ჟურნალში შესული ღონისძიებების ორგანიზებაში კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას  დიდი დახმარება გაუწიეს სპონსორებმა და მხარდამჭერებმა. თავად ჟურნალის გამოცემაშიც სპონსორების – კომპანია „ბორჯომის“ და ,,პსპ’’-ს, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა-ბეთისა“ და აუდიტორული კომპანია „ცოდნისას“ როლი უმნიშვნელოვანესია.

მისასალმებელია, რომ „წლის წიგნის“ მოცულობა და ტირაჟი წლიდან წლამდე იზრდება. ყოველსეზონურად იმატებს როგორც ჩატარებული თამაშების რაოდენობა, ისე ღონისძიებათა რიცხვი. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ მუშაობის არეალი გააფართოვა, პირველად ისტორიაში ჩატარდა 3X3 კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ფიბა უდიდეს ყურადღებას აქცევს.

სოციალური კლიპი – „ვითამაშოთ კალათბურთი“, ცნობილმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ახალი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ „წლის წიგნის“ პრეზენტაციის შემდეგ ზემოთაღნიშნული კლიპის ჩვენებაც გაიმართა.

ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელზეც გამოსახული იყო „წლის წიგნი 2013-2014“.


superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა