ცნობები და საინტერესო ფაქტები ბრაზილიის მუნდიალზე
როგორც იცით, 12 ივნისს, ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.
ტურნირზე მსოფლიოს 32 საუკეთესო ნაკრები წარსდგება და თითოეული მათგანი(მეტ-ნაკლებად) შეეცდება გახდეს მსოფლიო ჩემპიონი!
მუნდიალი, 13 ივლისს დასრულდება და ფინალური მატჩი, რიო დე ჟანეიროში, “მარაკანას” სტადიონზე გაიმართება.
როგორც იცით, ეს ბრაზილიაში ჩატარებული რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატია. ამის უფლება სამხრეთ-ამერიკულმა ქვეყანამ 2007 წელს მოიპოვა.
რაც შეეხება პირველ მუნდიალს, ეს 1950 წელს გაიმართა, რაც საბოლოოდ დიდი დრამით დასრულდა. 50 წელს, ფინალში ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებები გავიდნენ. ყველა ელოდა, რომ, შინ, ბრაზილიელები პირველ მსოფლიო ჩემპიონატის თასს მოიგებდნენ, თუმცა მათ ეს ბედნიერება ურუგვაელებმა აართვეს.
“მარაკანა”, რომელიც სწორედ ამ მუნდიალისთვის აშენდა, 200 000-ზე მეტ გულშემატკივარს იტევდა იმ დროისთვის. ფინალს კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაესწრო და ლამის ჩამოინგრა ტრიბუნები, როცა ანგარიში ბრაზილიამ, კერძოდ კი ფრიაკამ გახსნა, თუმცა..
ამას მოჰყვა ორი გოლი მათ კარში, 66-ე წუთზე ანგარიში “მილანის” ლეგენდამ სკიაფინომ გაათანაბრა, ურუვაელები კი წინ გიგიამ გაიყვანა და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა მათ.
როგორც იცით, 1930 წელს პირველი მუნდიალი ურუგვაიმ მოიგო და მეორე მსოფლიო ომის პაუზის შემდეგაც, პირველად ისინი დაეუფლენ თასს.
რაც შეეხება პირველსა და ერთადერთ მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიაში, კარგი არაფერი მოუტანია ამ ქვეყნისთვის. ურუგვაელების ორი გატანილი გოლის შემდეგ, მთელი “მარაკანა” ცრემლებს ღვრიდა და სასტიკად გულგატეხილი იყო. ისინი დარდობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების უდიდესი შანსი გაუშვეს ხელიდან (რა თქმა უნდა, მათ რა იცოდნენ, რომ სულ რამდენიმე წელში ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე საოცრებებს მოახდენდა).
ბრაზილიის გამარჯვება მუნდიალის ჩატარებაში
1978 წლის შემდეგ პირველად, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში გაიმართებ. პოლიტიკური შეხედულებების გამო, 2003 წელს ბეფ ბლატერმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კონტინენტზე ჩაეტარებინა მუნდიალი.
თავდაპირველად სამი მსურველი ქვეყანა იყო: არგენტინა, ბრაზილია და კოლუმბია. ეკონომიკური პრობლემების გამო არგენტინა თავიდანვე გამოეთიშა გამოკითხვას. ასევე, არც კოლუმბია იყო მოწოდების სიმაღლეზე, რის გამოც მათ რამდენიმეჯერ გადაიფიქრეს ჩაეტარებინათ უნდა თუ არა, მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყანაში.
საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ 2007 წელს მხოლოდ ბრაზილია აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მსურველ ქვეყნად.
მასპინძელი ქალაქები
2008 წელს ფიფამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ბრაზილიას უდიდესი ზარალი მიაყენა. ბლეფ ბლატერმა ერთ ქალაქში ორზე მეტ სტადიონზე თამაში აკრძალა და ბრაზილიას მოსთხოვა, რომ 10 ან უფრო მეტ ქალაქს ემასპინძლა ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის. ამისთვის ეკონომიკურად სუსტი ბრაზილია არ გამოდგა მზად, რის გამოც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მთავრობას.
ბრაზილიელებს რამდენიმე ქალაქში ახალი სტადიონების აშენება მოუწიათ, რამაც დიდი ხარჯები გაიღო, ეს ყველაფერი კი ხალხზე აისახა. ისინი, მიტინგებს მართავდნენ, რათა შეეჩერებინათ ეს მშენებლობები.
მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ: რიო დე ჟანეირო, ბრაზილია, სან პაოლო, ფორტალეზა, პორტო ალეგრი, ბელო ორიზონტე, რესიფი, სალვადორი, კუაიბა, მანუასი, ნატალი, კურიტიბა.
მსაჯები
ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაქვეყნა, ფიფამ იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც 2014 წლის მუნდიალზე გაწვრთნიან მატჩებს.
ტრადიციულად, ინგლისიდან მუნდიალზე ჰოვარდ ვები გაემგზავრება. ესპანეთიდან კარლოს კარბალო, იტალიიდან ნიკოლა რიცოლი, პორტუგალიიდან პედრო პროენცა, შვედეთიდან ჟონას ერიკსენი, გერმანიიდან კი ფელიქს ბრაიხი.
კარის ხაზის ტექნოლოგია
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, კარის ხაზის ტექნოლოგია ბრაზილიაში იქნება გამოყენებული. როგორც იცით გასულ მუნდიალზე, ინგლისის ნაკრები სწორედ ამან დაღუპა. ფაბიო კაპელოს გუნდს, მაშინ როცა 2:1-ს აგებდა 100%-ანი გოლი არ ჩაუთვალეს. ბურთი 20 სანტიმეტრით შევიდა კარში, თუმცა ლამპარდის გოლი არ ჩაითვალა.
ბურთი
ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის სპონსორი ადიდასი იქნება. მუნდიალის თითოეულ მატჩში, გერმანული კომპანიის მიერ დამზადებული ბურთებით ითამაშებენ. ამ ბურთს სახელი “ადიდას ბრაზუკაა” და ეს სახელი გამოკითხვის შედეგად დაერქვა. ცნობილია, რომ ერთი მილიონი ბრაზილიელი გამოიკითხა იმის შესახებ, თუ რა უნდა რქმეოდა მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს.
ინვესტიციები
2010 წელს ბრაზილიის მთავრობამ ზუსტად 14 მილიარდი დახარჯა იმისთვის, რომ ახალი პროექტები განეხორციელებინათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
მათ სხვადასხვა დარგში დააბანდეს ეს ფული. მაგალითად: სწრაფმავალი მატარებლების წარმოქმნაში, ანტიტერორისტული სისტემების დანერგვაში, ახალი სასტუმროების აშენებაში და ა.შ.
სწორედ ამან გამოიწვია ბევრი ბრაზილიელის უკმაყოფილება.
უკანასკნელი მუნდიალების ხარჯები ქვეყნების მიერ:
გერმანია 2006 – 6 მილიარდი
კორეა იაპონია 2002 – 5 მილიარდი
სამხრეთ აფრიკა 2010 – 4 მილიარდი
საფრანგეთი 1998 – 340 მილიონი
ამერიკის შეერთებული შტატები 1994 – 30 მილიონი
უსაფრთხოება
როცა მუნდიალის ბრაზილიაში ჩატარების შესახებ გახდა ცნობილი, ყველას პირველ რიგში უსაფრთხოებაზე ფიქრი მოუხდა. როგორც იცით, ამ ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა კრიმინალი.
ბრაზილია ქვეყანაა, სადაც 10 წლის ბავშვებიც კი ცეცხლსასროლი იარაღებით დარბიან.
ცნობისთვის, წელიწადში მხოლოდ რიო დე ჟანეიროში 1000 მკვლელობამდე ხდება.
სწორედ ამის გამო, ბრაზილიის პოლიციამ “ქუჩების დაწმენდა” დაიწყო. ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კრიმინალებს აპატიმრებენ, ან ქუჩაშივე ხოცავენ, იმათ ვინც წინააღმდეგობას გაუწევთ.
რამდენიმე დღის წინ ფოტო გავრცელდა ინტერნეტში, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებმა ბავშვები ჩახოცეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი
ტრადიციულად 1960 წლის შემდეგ, ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნს აქვეყნებს.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა Pitbull-მა და J.L-მ ჩაწერეს, რომელსაც “We Are One” ჰქვია.
ასევე, სიმღერები 2014 წლის მუნდიალზე ჩაწერეს: Shakira-მ, Ricky Martin-მა.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცნობილი სიმღერა Shakira-ს “Waka Waka” გახდა 2010 წელს.