ცნობილი კლუბების ცნობილი გულშემატკივრები (მეორე ნაწილი)
ცნობილ ევროპულ კლუბებს მრავალი ცნობილი ადამიანი გულშემატკივრობს. Fanebi.com მათ შესახებ გიამბობთ.
მილანი
Forza Milan, forza rossoneri – ცნობილი მომღერლის, ტოტო კუტუნიოს ერთ-ერთი სიმღერა ამ სიტყვებით იწყება. მილანურ კლუბს გულშემატკივრობს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნიც.
ყველაზე აქტიური ფანი კი ჩოგბურთელია ნოვაკ ჯოკოვიჩია. “მილანზე ვგიჟდები. მამაჩემი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და მასთან ერთად ამ გუნდის შეხვედრებს ყოველთვის ვუყურებდით. “მილანს” ცხოვრების ბოლომდე ვუგულშემატკივრებ” – ამბობს ჯოკოვიჩი.
ინტერი
მსახიობი ალისა მილანო გვარიდან გამომდინარე რომელიმე მილანური გუნდის გულშემატკივარი უნდა ყოფილიყო. იტალიური ფესვების მქონე ამერიკელმა არჩევანი “ინტერზე” შეაჩერა და ნერაძურის ფორმით ფოტოსესიაებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. მონიკა ბელუჩი, ადრიანა ლიმა და ადრიანო ჩელენტანოც “ინტერის” გულშემატკივრები არიან.
იუვენტუსი
როჯერ ფედერერი “იუვენტუსის” და პირადად დელ პიეროს დიდი გულშემატკივარია. მართალია, ალექსი “ბებერ ქალბატონში” აღარ არის, მაგრამ შვეიცარიელი ჩოგბურთელი იტალიური გუნდის ქომაგად დარჩა.
“იუვე” პოპულარობით მომღერლებს შორისაც სარგებლობს. ტურინულ კლუბს ეროს რამაზოტი ქომაგობს.
რომა
“რომას” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი რასელ კროუა. გასაკვირი აქ არაფერია… გლადიატორის როლის შემდეგ მას არჩევანი ფაქტობრივად არ ქონია. რა თქმა უნდა, “ლაციოს” თუ არ ჩავთვლით. რასელმა ფრანჩესკო ტოტისგან საჩუქრად “რომას” მაისურიც კი მიიღო.
ბაიერნი
ბორის ბეკერი და ვლადიმერ კლიჩკო “ალიანს არენას” ხშირი სტუმრები არიან. ბიატლონის ვარსკვლავი მაგდალენა ნოინერიც “რეკორდმაისტერის” მხარდამჭერია, ისევე როგორც ფორმულა 1-ის წარმომადგენელი ნიკო როსბერგი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.
დორტმუნდი
ფეხბურთი მოსახლეობის ყველა ფენაში აქტუალური თემაა, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც. მაგალითად გერჰარდ შრიოდერი ღიად აფიქსირებდა დორტმუნდის “ბორუსიასადმი” სიყვარულს.
“დორტმუნდს 6-7 წლიდან ვგულშემატკივრობ. ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი გუნდი იყო. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ დორტმუნდელებმა გულშემატკივართა კლუბის საპატიო წევრად დამასახელეს. ეს ფაქტი ჩემი კანცლერობის დროს მოხდა” – იხსენებდა შრიოდერი.
პსჟ
პარიზელთა მატჩებზე უამრავ ცნობილ ადამიანს მოკრავთ თვალს. ერთ-ერთი მათგანი ჟან-პოლ ბელმონდოა, რომელსაც პარკ დე პრენსზე სეზონური აბონიმენტიც კი აქვს, რომლითაც უკვე რეგულარულად, 64 წლის მანძილზე სარგებლობს.
“ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. სტადიონზე სიარულს თუ შევწყვეტ, ვეღარ ვიცოცხლებ. სიკვდილი კი არ მსურს” – განაცხადა 81 წლის ბელმონდომ.