ცნობილია, რა თანხას მიიღებს ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული საქართველოს მთავრობისაგან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს ერთი მილიონი ლარი გადაეცემა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადები ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი ტოკიოში გაცილება. ჩვენ ვართ ჩემპიონების ერი. მთელი ერი შემოგცქერით თქვენ. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა, გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს ერთ მილიონ ლარს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსულ სპორტსმენებს ასეთი ოდენობის თანხები გადაეცემოდათ:
ა) I ადგილი – 170 000, გუნდური პირველობა – 340 000;
ბ) II ადგილი – 102 000, გუნდური პირველობა – 204 000;
გ) III ადგილი – 68 000, გუნდური პირველობა – 136 000;
დ) IV ადგილი – 20 400, გუნდური პირველობა – 40 800;
ე) V ადგილი –13 600, გუნდური პირველობა – 27 200;
ვ) VI ადგილი – 6 800, გუნდური პირველობა – 13 600.