ცნობილია, სად ჩატარდება უეფას ახალი საკლუბო ტურნირის პირველი ფინალი

თარიღი: დეკემბერი 3, 2020
დღეს ცნობილი გახდა, თუ სად ჩატარდება უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი. მესამე საკლუბო ევროტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას 2022 წლის 25 მაისს, ალბანეთის დედაქალაქი ტირანა ახალ ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებს. არენა 21 690 მაყურებელზეა გათვლილი.

კონფერენციის ლიგა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის იდენტური ფორმატით გაიმართება. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს.

ფორმატი მოიცავს ჯგუფურ ეტაპს (რვა ჯგუფში გადანაწილებული ოთხ-ოთხი კლუბი), მერვედფინალს, მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს. ტურნირის ფინალური სტადიის დაწყებამდე შედგება სამი საკვალიფიკაციო და შემდეგ საპლეიოფო ეტაპი. ჯგუფური ეტაპის საგზური პირდაპირ არცერთ გუნდს არ გადაეცემა. 17 საგზური გათამაშდება კონფერენციის ლიგის ძირითადი საკვალიფიკაციო გზით, ხუთი – საკვალიფიკაციო ეტაპის ჩემპიონთა ბადით, ხოლო დანარჩენ ათ ადგილს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში დამარცხებული გუნდები შეავსებენ.

ახალი ტურნირის ჯგუფების გამარჯვებულები მერვედფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო მეორეადგილოსნები დამატებით საპლეიოფო რაუნდში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

კონფერენციის ლიგა მოიცავს 141 მატჩს და 15 სათამაშო დღეს.

ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის ლიგის მომდევნო სეზონის ჯგუფური ეტაპის საგზურს (თუ ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით ჩემპიონთა ლიგის საგზური არ მოიპოვა).

მატჩები გაიმართება ხუთშაბათ დღეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები კვლავინდებურად სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩატარდება, ხოლო ევროპის ლიგისა და ახალი ტურნირის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება და დღის პირველი შეხვედრები თბილისის დროით, სავარაუდოდ, 18:30 საათიდან დაიწყება.

კონფერენციის ლიგის შემოღებით ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 34 ასოციაცია იქნება წარმოდგენილი (დღეს მინიმუმ 26 ასოციაციაა წარმოდგენილი). ახალი ტურნირი ყველა ევროპული ასოციაციისთვის იქნება ღია. შენარჩუნებული იქნება დღეს არსებული კვოტირების სისტემა. საქართველოდან კონფერენციის ლიგაზე სამი კლუბი იქნება წარმოდგენილი: ქვეყნის თასის გამარჯვებული, ეროვნული ლიგის მეორე და მესამეადგილოსანი. სამივე გუნდი ტურნირს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

დამტკიცებულია ტურნირის სამწლიანი გრაფიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ გათამაშება 2021-დან მინიმუმ 2024 წლამდე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დე ლიხტი: “დამცინიან იმის გამო, რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი არ მაცვია”

ტურინის “იუვენტუსის” ნიდერლანდელმა მცველმა, მატეის დე ლიხტმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ჩაცმულობის გამო კლუბში დასცინიან. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოგბა: “კანტე ისტორიაში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრს იტყუება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ვარსკვლავმა, პოლ პოგბამ, თავის თანამემამულე ნგოლო კანტეზე საუბრისას საქებარი სიტყვები არ დაიშურა. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაული “რეალის” მწვრთნელობაზე: “ეს ჩემი სახლია და მინდა, რომ აქ ვიყო̶

სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება მადრიდის “რეალიდან” ზიდანის წასვლის შესაძლებლობაზე. ფრანგი სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა ალისონის გოლზე პირველი კომენტარი გააკეთა

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, “ვესტ ბრომთან” მოგებული მატჩის შემდეგ ალისონ ბეკერის გამარჯვების...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟერარ პიკემ სოციალურ ქსელში იკერ კასილასს დასცინა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა სოციალურ ქსელში ვირის ფოტო გამოაქვეყნა. იკერის პოსტზე კომენტარი დატოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცრება – ალისონმა “ლივერპულს” 95-ე წუთზე მოაგებინა! (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო 94TH MINUTE WINNER FROM ALISSON WTF 🇧🇷🤯 pic.twitter.com/bIVU6TOHFs — FIFA 21 News (@FUT21News) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” 4-1 გაანადგურა!

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” მიიღო და 4-1 გაანადგურა. ანგარიში მე-6 წუთზე უძლიერესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველების “როტორი” პრემიერ ლიგიდან გავარდა

ვოლგოგრადის “როტორმა” დღეს ყაზანის “რუბინთან” 1-1 ითამაშა და რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა. “როტორის” ძირითადში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერიმ ძველი დრო გაიხსენა – დრიბლინგი “ნაპოლისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ribery qui régale encore contre Naples 🇨🇵 #FiorentinaNapoli pic.twitter.com/6iO6pQytNw — Nico (@nico10__) May […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო: ‘რონალდუს გაუხარდა, რომ შეცვალე’

15 მაისს, იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “ემოციებისგან მთელი ღამე არ მეძინა, ამ ხალხმა ყველაფერი დაიმსახურა

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” კვიპროსის თასის გამარჯვებულია!

ქართველების “ანორთოსისმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” კვიპროსის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. 4-ვე ქართველი &#...
წაკითხვა