წყალბურთი: საქართველო U19 15:8 გერმანია U19
საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას 15:8 სძლია და დღეს მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში მონტენეგროს ეთამაშება.
ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე საბერძნეთთან მარცხის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მე-9-12 ადგილებისთვის მებრძოლთა შორის გადაინაცვლა, გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ კი გელა ტუკვაძის გუნდს ევროჩემპიონატზე მე-9 ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდა. მონტენეგროსთან პაექრობა სწორედ მეცხრეადგილოსანს გამოავლენს.
15 სექტემბერი, 2016. ევრო 2016 – მე-9-12 ადგილებისთვის. ჰოლანდია, ალფენ აან დე რიინი, აკუარიინი. 100
საქართველო: ირაკლი რაზმაძე, თედო შავშიშვილი, გიორგი ღავთაძე (1), რევაზ იმნაიშვილი (2), სანდრო ადეიშვილი (1), ანდრია ბითაძე (1), ვაჟა ფურცელაძე (2), დავით ცხაკაია, გიორგი მესხი (4), გიორგი მაგრაქველიძე (1), ნიკა შუშიაშვილი (3), გიორგი წულუკიანი, ნიკოლოზ ჩხიკვიშვილი
მწვრთნელები: გელა ტუკვაძე
მსაჯები: ა.ნემეთი, ა.სტანოიევიჩი