წყალტუბოს “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მოსამზადებელი პერიოდი შეაფასა

თარიღი: თებერვალი 26, 2018

რამდენიმე დღეც და ახალი საფეხბურთო სეზონი სტარტს აიღებს. 1 მარტს ეროვნული ლიგა 2–ის პირველ ტურში წყალტუბოს ,,სამგურალი“ სტუმრად თბილისის ,,შევარდენს“ დაუპირისპირდება. წყალტუბოელები ჩემპიონატისთვის ნაყოფიერად მოემზადნენ. ,,სამგურალმა“ შეკრება თურქეთის ზღვისპირა კურორტ სიდეში გაიარა, სადაც 4 ამხანაგური მატჩი გამართა (ყიზილ–ჯარი 0:2, კარპატი 0:2, ფრედერისია 0:2, ობოლონი 1:3). თურქული შეკრების, გუნდში მიმდინარე პროცესებისა და კარსმომდგარი ჩემპიონატის შესახებ ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს კლუბის ოფიციალური გვერდის წარმომადგენელი გაესაუბრა.

–რამდენად ნაყოფიერად მოემზადეთ ჩემპიონატისთვის და კმაყოფილი ხართ თუ არა გუნდის მომზადების დონით?

–შეკრება გავიარეთ თურქეთში, დაბა სიდეში. იდეალური პირობები გვქონდა – კარგი მოედნები, ფიტნეს დარბაზი და აღდგენითი საშუალებები. სპარინგ მატჩებში კარგი გუნდები შეგვხვდა. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები კარგად არიან მომზადებული. დანარჩენს სეზონი დაგვანახებს. ,,სამგურალისთვის“ პირველი უცხოური შეკრება იყო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლებმაც ხელი შეგვიწყვეს და მოსამზადებლად იდეალური პირობები შეგვიქმნეს. ,,სამგურალი“ ყოველთვის ადგილზე აკეთებდა ორკვირიან შეკრებას, ,,კარპატის“ დონის გუნდებთანაც არასდროს გვქონია შეხვედრა.

–თურქულ შეკრებაზე ,,სამგურალმა“ საკმაოდ კარგ გუნდებთან ისპარინგა. ეს თქვენი სურვილი იყო თუ ორგანიზატორებმა შეარჩიეს მეტოქეები?

–ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ძლიერ გუნდებთან გვეთამაშა. მათაც გამოხატეს ჩვენთან სპარინგის სურვილი და საკმაოდ კარგ გუნდებს ვეთამაშეთ. სასარგებლო სპარინგები გამოვიდა, ,,სამგურალს“ უცხოურ გუნდებთან პაექრობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, რაც გვეტყობოდა კიდეც, სპარინგ პარტნიორებმა დაგვანახეს რომ ფეხბურთის თამაშს და მოგებას მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ვერ შეძლებ, მონაცემები რომ გამოავლინო ამისთვის დიდი შრომა და ბრძოლაა საჭირო.

–,,ობოლონთან“ მატჩის მეორე ტაიმში გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, ბიჭებიც უფრო ,,თამამად“ ათამაშებდნენ ბურთს და 0:3 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის გადარჩენის შანსიც კი ჰქონდათ…

–ბიჭებმა ამ მატჩებში დიდი გამოცდილება მიიღეს. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებსაც მხოლოდ რეგიონალურ ლიგაში ჰქონდათ მატჩები ჩატარებული, პირდაპირ უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის ,,კარპატთან“ მოუწიათ ასპარეზობა. ადვილი არ არის, როცა ასეთ დონეზე პირველად გიწევს თამაში. თუმცა, თანდათან შეიძენენ გამოცდილებას და ის შეცდომები რაც ამ შეხვედრებში ჰქონდათ გამოსწორდება. ყველას ვაძლევდი თავის გამოჩენის საშუალებას, რადგანაც ჩვენ წინ ხანგრძლივი სეზონი გველოდება და გუნდისთვის ყველა ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა დღეს რომელიმე არ იყოს ფორმაში და პირველ მატჩებში ბუნებრივია იმათზე გავაკეთებთ აქცენტს ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა. რამდენიმე ტურის შემდეგ შესაძლოა სხვა უკეთეს ფორმაში იყოს და ძირითადში ის დაიკავებს ადგილს. რაც მთავარია, მონდომებული არიან. საქმეს პროფესიონალურად უდგებიან, დისციპლინის მხრივაც კარგი მდგომარეობაა, შეკრებაზე ერთი შენიშვნაც არ მიუღიათ, ყველას შეგნებული ჰქონდა, რომ ჩასული ვიყავით საქმის საკეთებლად და ის თანხა, რაც გუნდის მომზადებისთვის და წინსვლისთვის იყო გამოყოფილი, ტყუილად არ უნდა დახარჯულიყო.

–,,სამგურალის“ შემადგენლობაზე რას იტყვით, რამდენად კარგადაა გუნდი დაკომპლექტებული?

–ძირითადი ბირთვი ასე თუ ისე შევინარჩუნეთ. გვინდოდა რამდენიმე ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ უკეთესი გუნდების ვარიანტები გამოუჩნდათ და წავიდნენ. ჩვენც ხელს ვერ შეუშლით ვერავის.

–გუნდში ახალი ფეხბურთელებიც გვყავს

–მამუკა ღონღაძე გარდამავალ ჩემპიონატში ,,სამგურალში“ ასპარეზობდა, შემდეგ ,,მეშახტეში“ და ,,ბორჯომში“ თამაშობდა, წლეულს ისევ ჩვენ დაგვიბრუნდა. ხონის ,,იმერეთიდან“ გადმოვიყვანეთ გიორგი ხელაძე. ახალგაზრდა ბიჭები დავიმატეთ ქუთაისის ,,ტორპედოდან“. გაბრიელ საღრიშვილს გულშემატკივარი კარგად იცნობს, ,,ტორპედოს“ ძირითად გუნდშიც ჩაატარა შეხვედრები და საქართველოს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა. ახალგაზრდა ბიჭები არიან ლუკა ჯანელიძე და ლევან მანაგაძე, რომლებიც მონდომებულები არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ და დიდი ფეხბურთი ითამაშონ. მთავარია თამაში უნდოდეთ და ჩვენ ხელს შევუწყობთ.

–როგორ ჩემპიონატს ელოდებით, მეტოქეების შესახებ რას იტყვით?

–ჩემის აზრით, შარშანდელზე გაცილებით ძლიერი ჩემპიონატი იქნება. ეროვნულ ლიგა 2–ში უფრო ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე თავისი მდიდარი ტრადიციებით. თუნდაც, ბათუმის ,,დინამო“ ავიღოთ, გუნდი, რომელიც აუცილებლად უმაღლესში გადასვლისთვის იბრძოლებს. კვლავ ამბიციური გუნდია მარტვილის ,,მერანი“ , რომელსაც გასულ სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდა ეროვნულ ლიგა 1–ში გადასასვლელად. ჩვენც ვეცდებით, რომ ყველას წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და ,,სამგურალთან“ იოლი გასეირნება არავის ჰქონდეს.

–პირველ ტურში თბილისის ,,შევარდენს“ ხვდებით. რას იტყვით მომავალი მეტოქის შესახებ?

–ჩემპიონატს ორი გასვლითი მატჩით ვიწყებთ, მაგრამ სტუმრად თამაშს შეჩვეული ვართ. სანამ ჩვენი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდება საშინაო მატჩების ჩატარებაც სტუმრად, მარტვილში მოგვიწევს. რაც შეეხება ,,შევარდენს“ ახალი გადმოსული გუნდია, დაიმატეს გამოცდილი ფეხბურთელები, გამოცდილი მწვრთნელი დანიშნეს, თავადაც აცხადებენ, რომ მათი საფიქრალი ლიგაში ადგილის შენარჩუნება კი არა უფრო მაღალი მიზნებია.

წყალტუბოს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი პირველი სათამაშო დღე გაიმართა. E ჯგუფი “ნაპოლი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის რეკორდი ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში

ავსტრიული “რედ ბულის” ახალგაზრდა ლიდერის ერლინგ ჰოლანდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ბრწყინვალე სცენარით განვითარდა. ამ უკანასკნელმა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენმა როისს პენალტი არ გაატანინა – იყო თუ არა თამაშის წესის დარღვევა? (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “დორტმუნდსა” და “ბარსელონას” შორის მიმდინარე მატჩის 57-ე წუთზე მარკო როისს პენალტი ტერ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიდი დარტყმა “ჩელსისთვის” – მეისონ მაუნტი ტრავმირებულია

ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისა” და “ვალენსიას” შო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” შინ პრაღის “სლავიასთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი მილანის “ინტერისა” და პრაღის “სლავიას” დაპირისპირებით გაიხსნა. მართალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასტონ ვილას” ფეხბურთელები “ვესტ ჰემთან” მატჩში ერთმანეთს დაუპირის

16 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო: “ბაიერნში” ყოფილი კლუბისგან განსხვავებით ოჯახური ატმოსფეროა”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, “ბაიერნში” გადაბარგების შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას “მანკუნიანელების”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანკ რიბერის ბრწყინვალე თამაში კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ (ვიდეო)

14 სექტემბერს, იტალიის სერია A-ში “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნევილი: “რაიოლა არა მხოლოდ “იუნაიტედის”, არამედ მთელი ევროპის სირცხვილია

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ლიდერ პოლ პოგბაზე საუბრისას მისი აგენტი, მინო რაიოლა, საჯაროდ გაკიცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლორენტე “ლივერპულთან” მატჩის წინ: “შურისძიება მწყურია”

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ინტერვიუ ჩაწერა. შეგახს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ორიგი გამოაკლდა

გასულ უქმეებზე “ლივერპულის” თავდამსხმელმა დივოკ ორიგიმ “ნიუკასლ იუნაიტედთან” მატჩი (3:1) სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელი ჟურნალისტი რომელუ ლუკაკუზე ნათქვამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სერია A-ში გადაბარგების შემდეგ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა, რისი მიზეზიც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – რონალდუს რეაქცია, როცა მამის აქამდე უცნობი კადრები ნახა (ვიდეო)

ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელს პირ...
წაკითხვა