ცქიტიშვილის გუნდმა ქართველი ლეგიონერის ლიდერობით პირველ გამარჯვებას მიაღწია
ნიკოლოზ ცქიტიშვილი განაგრძობს წარმატებულ თამაშს ლიბანში, სადაც მისმა გუნდმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. საწყისი 3 მარცხის შემდეგ „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამაში ქართველი ლეგიონერის წილი უდიდესია.
„ჩემპვილმა“ „ჰუპსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 78:62 დაამარცხა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელ ელი ხალებთან ერთად ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (24) ჰქონდა. ცქიტიშვილმა 38 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 16 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ნიკამ 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასივში ცქირტიშვილს 7 დაკარგვა ჰქონდა.
„ჩემპვილს“ 4 ტურის შემდეგ 1 გამარჯვება აქვს და 8-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა. მორიგ მატჩს ცქიტიშვილის გუნდი მომავალი წლის 4 იანვარს, სტუმრად „ტადამონთან“ გამართავს.
gbf.ge