“ცრემლები ვერ შევიკავე” – კეიტა ბალდე 80 სენეგალელს დაეხმარა
“მონაკოს” გარემარბმა, კეიტა ბალდემ, პრესასთან საუბრისას ესპანეთში მომუშავე სენეგალელებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილი ხდება, ბალდემ დაახლოებით 80 სენეგალელი უზრუნველყო საცხოვრებლით.
“უპირველესყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქმე ჩემში არ არის. მთავარია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. სოციალურ ქსელში ვიდეო ვნახე, თუ როგორ ეძინათ სენეგალელ მუშებს ქუჩაში, ჩემ მშობლიურ ქალაქთან ახლოს (ბარსელონას სიახლოვეს).
ხშირად ნამდვილად არ ვტირი, თუმცა ამ შემთხვევაში ცრემლები ვერ შევიკავე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ პირადად მე უნდა გამეკეთებინა რამე მათ დასახმარებლად.
მართალია, რომ თავდაპირველად ზოგიერთმა სასტუმრომ მათ მიღებაზე უარი გვითხრა. თუმცა გამოსავალი ვიპოვეთ. ისინი ბედნიერები არიან და ჩვენც გვახარებს ეს,” – აცხადებს კეიტა ბალდე.