“ცრემლი თუ არ მომდიოდეს, აქ რომ მომიწია მოსვლა” – ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე
თელავის რაიონულ სასამართლოში ვეტერანი ქართველი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ზვიადაურს თავდგებში უდგებიან ძიუდოისტები – ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. სასამართლო პროცესზე მყოფმა ჭრიკიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
“ძიუდო ზურას გამო შემიყვარდა. ის ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთ საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწება და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არა, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი თუ არ მომდიოდეს, შვილებს ვფიცავარ, აქ რომ მომიწია მოსვლა.
ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო, არ ვიცი. თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ, მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად, ამან თუ რამე დააშავა”, – განაცხადა ჭრიკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა.