ცუდი შედეგების მიუხედავად, რანიერი სიმშვიდეს მაინც არ კარგავს
ინგლისის ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” თავკაცი, კლაუდიო რანიერი , მიუხედავად “უოტფორდთან” განცდილი დასანანი მარცხისა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე გადანაცვლებისა, სიმშვიდეს მაინც არ კარგავს და თვლის, რომ ფეხბურთელები სწორ გზას მალევე დაუბრუნდებიან.
“2-0-ზე საკმაოდ კარგი რეაქცია გამოვამჟღავნეთ, თუმცა “უოტფორდის” გამოცდილი მცველების წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა.
ვერ ვიტყვი, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა. პენალტი სამართლიანი იყო. მათ ორი გოლის გატანა მოახერხეს, რამაც თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
წავაგეთ, მაგრამ დავინახე ის, რამაც პოზიტიურად ფიქრის უფლება მომცა – ჩვენი მებრძოლი სული. მართალია, სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია არც ისე კარგია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა, ნამდვილად მჯერა.” – განაცხადა მან.