წულუკიანი: “ქართველი კაცების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების ბულინგი ცოტა გადამეტებულია”
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე გააკეთა.
“ფეხბურთი თითქოს ეროვნული სპორტია, ქართველობის ნაწილია. მიმაჩნია, რომ ქართველი კაცების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების ბულინგი, “რატომ არ გაიმარჯვე”, მგონია ცოტა გადამეტებულია, რადგან, ყოველთვის გამარჯვებას ვერ მოითხოვ. იმ მატჩებისთვის, რომლებისთვისაც მე მიყურებია და წაგვიგია, მომწონებია თამაშის პროცესი.
მე არ ვიქნები ისეთი მინისტრი, რომელიც რომელიმე სპორტსმენს დააბულინგებს, იმის გამო, რომ მედალი ვერ ჩამოიტანა ან ვერ გაიმარჯვა, მაგრამ, წარუმატებლობაში დიდ თანხას ვერ ჩავდებთ. ასევე, გარკვეული სპორტისთვის ჟინის მიცემაც ცუდი არ არის”, – თეა წულუკიანმა.
წულუკიანი დღეს ძალოსნების გამარჯვებას გამოეხმაურა რუსეთში ევროპის ჩემპიონატზე და მათ ის ხალხი უწოდა, ვინც რუსულ ოკუპაციას დაამარცხებს.