წულუკიანმა ცხენოსნობის ფედერაციას 200 ათასი ევროს ღირებულების 3 ცხენი გადასცა

თარიღი: მაისი 3, 2022

ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. დღეს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაპირდა, რომ სამინისტრო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს. დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო.

თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას.
„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯაიანმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი.



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭარბწონიანი ამერიკელი, რომელიც ქართველ მებრძოლს დაუპირისპირდა (ვიდეო)

2007 წელს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი თენგიზ თედორაძე ამერიკელ ჭარბწონიან ერიკ ეშს დაუპირისპირდა. ლონდონში გამართულ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

მებრძოლი ავთანდილ ხურციძე კვლავ დაკავებულია

43 წლის ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე კვლავ ამერიკის ციხეში იმყოფება. ხურციძისგან არაფერი არ ისმის. როგორც […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რამზან კადიროვმა ამჯერად კალათბურთში მოსინჯა ძალები, მაგრამ (ვიდეო)

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა სხვადასხვა სპორტში მცდელობების შემდეგ, ამჯერად კალათბურთში მოსინჯა ძალები....
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ჰალკის უცნობი ისტორია – “თუ ვერ მოვიგებდი, დარხეული მქონდა”

მსოფლიოში ნომერ პირველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა სპორტსმენ ლაშა როინიშვილის (IronLasha) არხზე მისი უცნობი ისტორია გაიხსენა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო (ფოტო+ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა საქარტველოში ყოფნისას, ერთ-ერთი ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. “Badly injured my clavicle bone. Fortunately […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 1 სექტემბერი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წარმომადგენელი იასპარეზებს. ქართველი პარასპორტსმენები სამ სახეობაში მოსინჯავენ ძალებს. ...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 30 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 30 აგვისტოს, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. ქართველი პარასპორტსმენები პარაწოლჭიმსა და […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 28 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ საქართველოს დელეგაციის წევრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები მედლების მოპოვებას [&hellip...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

პოლონელმა ოლიმპიელმა მედალი გაყიდა და 8 თვის ბიჭუნას დაეხმარა (ფოტო)

პოლონელმა ოლიმპიელმა, მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შუბის ტყორცნაში მოპოვებული ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

საბოლოო შედეგები – ვის რა თანხა გადაეცა სახელმწიფოსაგან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შ

14 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცლისა და ბრინჯაოს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ქართველი სპორტსმენები სახელმწიფოსაგან გაზრდილ თანხას მიიღებენ. როგორც იცით, საქართველოს დელეგაციის ტოკიოში [&helli...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სალომე ფაჟავა: “თქვენი თანადგომით, მე გავძლიერდი”

ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ბელარუსი ტანმოვარჯიშე ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სიმღერით გამოვიდა (ვიდეო)

6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაიწყო შეჯიბრი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელშიც მონაწილეობას სალომე ფაჟავაც იღებდა. სალომემ, […]...
წაკითხვა