წვიმიანმა მერსესაიდულმა დერბიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (ვიდეო)
2017 წლის 10 დეკემბერს “ენფილდმა” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას, მერსესაიდულ დერბის უმასპინძლა, სადაც გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის ბიჭები, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თამაში ფრედ (1-1) დასრულდა – სალაჰის მიერ 42-ე წუთზე გატანილ გოლს შეხვედრის 76-ე წუთზე უპასუხა უეინ რუნიმ, რომელმაც მინოლეს კარი თერთმეტმეტრიანის მეშვეობით აიღო.
აღსანიშნავია, რომ “წითლებმა” მეტოქის კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყეს, თუმცა ბურთი კარში მხოლოდ სამჯერ წავიდა. რაც შეეხება “კამფეტების” სტატისტიკას, ალარდაისი ბიჭებმა სამჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, ორჯერ კი კარში.
შედეგად, “ლივერპულმა” მესამე ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა და ახლა 30 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში, “ევერტონი” კი 19 ქულით მეათეა.