ცვლილებები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

თარიღი: ივნისი 15, 2017

„ტოკიო-2020″-ის პროგრამაში ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. ის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სოკ-ს, მის აღმასრულებელ საბჭოს, ზაფხულის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციას, სოკ-ის პროგრამების და „ტოკიო-2020″-ის საკოორდინაციო კომისიებს და ამბობს, რომ ძალიან ამაყი და და ბედნიერია მიღწეული შედეგით.

„ძიუდოისტთა შერეული გუნდური შეჯიბრების შეტანა ოლიმპიურ თამაშებში – ეს არის ძიუდოს ოჯახის ოცნების ასრულება და ის ფაქტი, რომ ჩვენ სტარტს ვიღებთ ტოკიოში, ჩვენი სპორტის სამშობლოში, ამ ყველაფერს განსაკუთრებულს ხდის,” – აცხადებს ვიზერი. მას მიაჩნია, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძიუდოს შემდგომ განვითარებას, ოლიმპიური მოძრაობის და ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას.

გუნდური შეჯიბრების ფორმატი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. მოსალოდნელია, რომ ოლიმპიადაზე არანაკლებ 12 გუნდი აიასპარეზებს, თითოეულის შემადგენლობაში შევა 3 კაცი (73, 90 და +90 კგ) და 3 ქალი (57, 70 და +70 კგ). შეხვედრის ფრედ – 3: 3 დამთავრების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის გდება დაუგროვდება. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, მაშინ მხედველობაში მიიღებენ ორთაბრძოლების ხანგრძლივობის ჯამურ დროს. შერეულ გუნდურ ტურნირში მხოლოდ ის ძიუდოისტები გამოვლენ, რომლებსაც ინდივიდუალური ოლიმპიური ლიცენზია ექნებათ. გუნდების რეიტინგი ასევე ინდივიდუალური მაჩვენებლების ჯამით დადგინდება, 4 საუკეთესო გუნდი კი განითესება. გუნდური ტურნირისთვის დამატებით ერთ საშეჯიბრო დღეს გამოყოფენ, შეხვედრები ერთ ტატამზე ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ დღეს ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ დღეს, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ატაცში 219 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოში 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორების ცნობით, ტოკიოში დაახლოებით 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან. „ოლიმპიური […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების მესამე მოგება

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო – 22-21 დაამარცხა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილის იპონი ზაგრების გრან პრიზე საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გელა ზაალიშვილის მიერ ზაგრების გრან პრის ფინალში შესრულებული ილეთი ტურნირის საუკეთესო იპონად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზუსტად 3 წლის წინ: ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი მეტოქის დამარცების შემდეგ (ვიდეო)

2016 წლის რიოს ოლიპიურ თამაშებზე 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იასპარეზებს თუ არა ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე – საფრანგეთის განაცხადი ცნობილია

ორშაბათს საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის განაცხადი წარადგინა. ფრანგები ტოკიოში გასამართ მსოფლიო პირველობაზე [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის საქართველოს ნაკრების განაცხადი წარადგინა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები მსოფლიო [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთ ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტალახაძისა და თურმანიძის რეაქცია, როცა მათ PES-ის თამაშისას ტელევიზორი გაუთიშეს (ვიდეო)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ის ლაშა ტალახაძესა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბექა ღვინიაშვილის საქციელი მას შემდეგ, რაც იაპონელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე, 90 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი იაპონელ ნაგასავას დაუპირისპირდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა (ვიდე

28 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში რუსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი ჩემპიონია! ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

28 ივლისს გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკა ბასილაშვილსა და ალექსეი რუბლევს შორის. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩემპიონი ფინალშია! ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა

27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდერ ზვერევს შორის. […]...
წაკითხვა