“ცვლილებების დროა!” – ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალი” დატოვა

თარიღი: მაისი 31, 2018

ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ფრანგმა სპეციალისტმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

“გადავწყვიტე, მომდევნო სეზონიდან “რეალის” მწვრთნელი აღარ ვიყო. ფლორენტინო პერესს გუშინ ვესაუბრე და მას ჩემი პოზიცია გავაცანი. ვიცი, რომ ახლა ამის სათქმელად უცნაური დროა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწვყეტილება მივიღე.

გუნდმა ტიტულების მოგება უნდა განაგრძოს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გატარებული სამი წლის შემდეგ ცვლილების დრო მოვიდა. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს კლუბი და მისი პრეზიდენტი მიყვარს, მან აქ მუშაობის საშუალება მომცა, რისთვისაც მადლობელი ვარ”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.Com.

მსგავსი სიახლეები