ტუჰელმა განმარტა, თუ რატომ არ ათამაშებს კრისტიან პულიშიჩს
“ევერტონთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა, კრისტიან პულიშიჩის სკამზე დატოვების გადაწყვეტილება განმარტა. ტუჰელის მოსვლის შემდეგ ამერიკელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში სასტარტოდან მატჩი ჯერ არ დაუწყია.
“კრისტიან პულიშიჩზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. შესაძლოა, მისი მთავარი პრობლემა ის იყოს, რომ ვიცი, თუ რამდენად კარგად შეუძლია შეცვლაზე შემოსულს თამაში. დორტმუნდში მას ასე ვიცნობდი.
ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და ალბათ ცოტათი უსამართლობაა, მაგრამ ვიცი, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას თამაშზე ბოლო 20-30 წუთში როდესაც შემოდის.
ჩემი გადაწყვეტილების გამო ემერსონიც იტანჯება. სათამაშო დროს ვერ იღებს, მაგრამ ნამდვილად გასაოცარი ადამიანია და ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობს. ძალიან რთული იყო მისი და ტამი აბრაჰამის განაცხადს მიღმა დატოვება,” – განაცხადა ტუჰელმა.