ტუხელი: “ბავშვობისას სწორედ “რეალის” წინააღმდეგ თამაშზე ოცნებობ”
2014 წლის შემდეგ პირველად, ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარაფინალში ითამაშებს. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, “რეალთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა.
“ზიდანს გასაოცარი შედეგი აქვს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. მან ეს ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. “რეალი” ამ ტურნირზე ყველაზე გამოცდილი კლუბია.
ნახევარფინალში ვართ, ეს უმაღლესი დონეა. ჩვენი მეტოქე მადრიდის “რეალია” და სიტუაცია უფრო რთული ვერ იქნება. მეტოქე ამ ორ მატჩში მაქსიმალურად თავდაჯერებული იქნება. ისინი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან – 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ.
სეზონი გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება. ნაჩვენები კარგი შედეგების შემდეგ თასზე, პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კულმინაციას ვუახლოვდებით. ვიმედოვნებ, რომ საკუთარ თავს კარგად წარმოვაჩენთ.
ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია და მაქსიმალურად აგრესიული და ინტენსიური ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ ყოელივე ამას. ბედნიერები ვართ ამ დონეზე ყოფნით. ბავშვობისას სწორედ ამაზე ოცნებობ – საერთაშორისო დონეზე “რეალის” წინააღმდეგ თამაშს ვგულისხმობ,” – აცხადებს ტუხელი.