ტუხელი: “ეს ანგარიში არასწორი და არალოგიკურია”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა “ლივერპულთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ანგარიში არასწორი და არალოგიკურია.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპულმა” პსჟ “ენფილდზე” 3:2 დაამარცხა. მერსესაიდელებმა გამარჯვების მომტანი გოლი 91-ე წუთზე გაიტანეს.
“შესაძლოა, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს. მატჩის მიწურულს იულიან დრაქსლერს გოლის გატანის შანსი ჰქონდა და სანამ “ლივერპული” გაგვიტანდა, მოგება შეგვეძლო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. პირადად ჩემთვის, ეს ანგარიში არასწორი და არალოგიკურია.
პირველ ნახევარში ორი გოლი გავუშვით, მაგრამ თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს. თამამად ვითამაშეთ და სიმამაცე გამოვავლინეთ. მეორე ტაიმსი ბურთს უფრო მეტად მეტოქე აკონტროლებდა, მაგრამ ეს “ენფილდია”, იურგენ კლოპი აქ სამი წელია მუშაობს”, – ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.Com.