ტულალანი „ნაპოლიში“?

თარიღი: დეკემბერი 10, 2014

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ „მონაკოს“ მცველ ჟერემი ტულალანს თვალი დაადგა.

31 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, თავის ამჟამინდელ კლუბს სულ მალე დატოვებს. მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს და მხარეებს იგი ჯერ არ გაუხანგრძლივებიათ.

ტულალანის აგენტი „ნაპოლის“ წარმომადგენლებს უკვე შეხვდა კიდეც. ნეაპოლიტანელთა გარდა, ჟერემის შეძენის სურვილი ფრანგულ „რენსაც“ აქვს.

მსგავსი სიახლეები