ტური მოულოდნელი შედეგით
დღეს დასრულდა უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტური. მატჩების ნაწილი გუშინ გაიმართა. გთავაზობთ აღნიშნული სათამაშო დღის მიმოხილვას.
“მეტალურგი” 3-1 “გურია”
ტურის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა გუშინ რუსთავში გაიმართა. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური გამარჯვებითაც დასრულდა. შეხვედრაში ანგარიშI მე-17 წუთზე გაიხსნა. თავი ჩირგაძემ გამოიჩინა, რომელმაც მეკარე ბობღიაშვილის შეცდომით ისარგებლა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ნახევრის დებიუტში გავაშელიშვილმა ლამაზი საჯარიმო დარტყმით მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 72-ე წუთზე კი, ჩირგაძემ დუბლი გაიფორმა და ანგარიშიც 3:0 გახდა. სტუმრება ბოლო წუთებზე შესძლეს პრესტიჟის გოლის გატანა. თავი შეცვლაზე შემოსულმა მამუკა ტორონჯაძემ გამოიჩინა.
“ტორპედო” 1-2 “ზუგდიდი”
დასაველთში მოსული თოვლის გამო აღნიშნული შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე, “მცხეთა პარკზე” გაიმართა. მორიგი მარცხის შემდეგ “ტორპედო” ძალიან რთულ მდგომარეობაშია. აქტუალური ხდება ჟერარდ სარაგოსას საკითხიც.. მცხეთაში გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი, ირაკლი ეხვაიამ ორწუთიანი ინტერვალით გაუტანა “ტორპედოს” ორი გოლი და გიორგი დარასელიას შეგირდებიც დააწინაურა. “ტორეპდომ” საპასუხოდ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, რომელიც რევაზ ბარაბაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ “ტორეპდოს” მორიგი მარცხი და უკვე მერვე პოზიცია სატურნირო ცხრილში. “ზუგდიდმა” კი როგორც იქნა შეწყვიტა მოუგებელი სერია.
“სიონი” 2-0 “მერანი”
რუსთავში გამართული მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფმა ბოლნისელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს “მერანი”. პირველი გოლი 30-ე წუთზე დავით სვანიძემ გაიტანა. საბოლოო წერტილი კი ვალერი აბრამიძემ დასვა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე და მეორე გოლი გაიტანა ნომინალური სტუმრების კარში. “სიონი” წინ მიიწევს. ლადო ბურდულის შეგირდები უკვე მეხუთე ადგილზე არიან. “მერანის” მდგომარეობა კი შესაშური ნამდვილად არა არის…
“დილა” 0-0 “ჩიხურა”
გორში გამართული ტურის ცენტრალური შეხვედრა გატანილი გოლები გარეშე დასრულდა. მატჩის უკანასკნელ წუთებზე კვახაძე-ხიზანეიშვილის გარეშე მოთამაშე მასპინძლებს ორჯერ მიეცათ გოლის გატანის საშუალება. ჯერ ღონღაზის დარტყმული მოხვდა ძელს, შემდეგ კი ქვილითაიას ქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ბურთი “ჩიხურას” კარს ასცდა. მოპოვებული ქულებით “ჩიხურამ” “დინამოსთან” სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.”დილა” კი მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა სატურნირო ცხრილში.
“დინამო” 0-1 “ვიტ ჯორჯია”
მეჩვიდმეტე ტურს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. მოულოდნელი შედეგი “დინამო არენაზე” დაფიქსირდა. მალხაზ ჟვანიას პირველ საშინაო შეხვედრაში “დინამომ” მეორე ექვსეულში მყოფ “ვიტ ჯორჯიასთან” იწვნია მარცხი. შეხვედრის ბედი ბოლოსწინა წუთზე გადაწყდა. სტუმრება საჯარიმოს სიახლოვეს სტანდარტის უფლება მოიპოვეს. ჩაწოდებას კასრაძე გამოეხმაურა და ბურთი თავით გადაგზავნა ლორიას კარში.
“ზესტაფონი” – “სპარტაკი” გადაიდო. მიზეზი “დავით აბაშიძეზე” გაყინული მოედნის საფარი იყო. მატჩი სავარაუდოდ 2014 წლის თებერვალში გაიმართება.