ტური სენსაციით დაიწყო – “ბრიუგემ” “სანტიაგო ბერნაბეუდან” ქულა წაიღო (ვიდეო)
საფრანგეთში “პარი სენ-ჟერმენთან” გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საკუთარი გულშემატკივრების წინ რეაბილიტაციის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა. მადრიდელების მეტოქე ბელგიური “ბრიუგე” გახლდათ.
მასპინძელთა ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად ყვეალფერი ბელგიელთა სასარგებლოდ დაიწყო. შეხვედრის მე-9 წუთზე ბელგიელთა კონტრშეტევა დენისმა დააგვირგვინა, ნახევარი საათის შემდეგ კი ამ ფეხბურთელმა დუბლის გაფორმება შეძლო.
მეორე ტაიმში ზინედინ ზიდანის შეგირდები განსაკუთრებულად მოტივირებულები გამოვიდნენ მოედანზე. 55-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავით ერთი გოლის გაქვითვა შეძლო, რამაც რამდენიმე წუთით შტურმი წარმოქმნა მინოლეს კართან. თუმცა მეორე გოლი მხოლოდ 85-ე წუთზე გავიდა კაზემიროს ხელწერით და “ბლანკოსს” თამაშის მოსაგებად დრო არ ეყო.
ასე რომ, “გალათასარაისთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბრიუგემ” თავის მონაგარს კიდევ ერთი საამაყო ქულა დაუმატა. მომდევნო ტურში “რეალი” თურქეთში ითამაშებს, ხოლო “ბრიუგე” შინ “პსჟ”-ს მიიღებს.