ტურინის “იუვენტუსმა” რიად მარეზს დაადგა თვალი
იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ლესტერ სიტის” ალჟირელ ლიდერს, რიად მარეზს დაადგეს თვალი.
შეგახსენებთ, რომ “მელიების” ნახევარმცველი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო “ლესტერის” გმირობისა, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა.
მიუხედავად მიმდინარე სეზონში არსებული ჩავარდნებისა, calciomercato.it-ის ცნობით, “ბიანკონერი” მაინც დიდ იმედებს ამყარებს ალჟირელ ფეხბურთელზე და ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს მის გადასაბირებლად.
მარეზმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 17 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, წელს კი მის ანგარიშზე საშინაო ჩემპიონატში გატანილი მხოლოდ 4 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.