ტურნირის მთავარი სენსაცია
მუნდიალის მთავარი სენსაციის ავტორმა კიდევ ერთხელ მაოხერხა საზოგადოების გაკვირკვება.
ტურნირის დაწყებამდე D-ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად იყო შერაცხული. კოსტა-რიკა ამ კვარტეტში აშკარად ამოვარდნილად გამოიყურებოდა, თუმცა ყველაზე მეტად ვითარება ჯგუფში სწორედ მათ დაძაბეს.
ურუგვაის დამარცხების შემდეგ გუშინ კოსტა-რიკა იტალიას შეხვდა და კიდევ ერთი, უფრო ხმამაღალი სენსაცია მოახდინა. ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე ფავორიტი ტურნირს ფორმის პიკზე ვერ შეხვდა. თუმცა, კოსტარიკელების დამსახურებას ეს არ აკნინებს. მათ წარმოუდგენელი შესძლეს და მეორე ტურში მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.
ხორხე ლუის პინტოს გუნდმა მატჩის გეგმა სრულად შეასრულა. რა თქმა უდნა, იტალიელების საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუცმა შეხვადრა უპირობო ფავორიტის და აუტსაიდერის დაპირისპირებას არ ჰგავდა. კოსტა-რიკამ მეორე ნომრად თამაში აირჩია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში “ავტობუსის” ჩაყენება არც კი უფიქრიათ. გადამწყვეტი 44-ე წუთზე ბრაიან რუისის გოლი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში იტალიამ თამაში საგრძნობლად გამოასწორა. პრანდელიმ აქცენტი შეტევაზე გააკეთა და მინდორზე ფაქტობრივად ყველა ფორვარდი გამოიყვანა. თუმცა, კასანომ, ინსინემ და ბალოტელიმ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი მესამე ტურში იტალიასა და ურუგვაის შორის გაიმართება. აღნიშნულ მატჩში იტალიელებს ფრეც აწყობთ, თუმცა ბრაზილიაში ევროპულ გუნდებს რომ უჭირთ უკვე ცხადი ხდება.