Tuttosport-მა 2016 წლის “ოქროს ბიჭუნას” ვინაობა გაამხილა
მიუნხენის “ბაიერნისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, რენატო სანჩესი 2016 წლის ოქროს ბიჭუნად დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამ ღონისძიების ორგანიზატორთა გაზეთი, Tuttosport ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ყოველწლიურად გასცემენ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. ახალგაზრდა პორტუგალიელი ფორვარდი აღნიშნულ ჯილდოს ორშაბათის ცერემონიალზე ჩაიბარებს, რომელიც მონტე კარლოში გაიმართება.
ამ ტიტულისთვის ბრძოლაში “ბაიერნის” ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ფორვარდი, მარკუს რეშფორდი და “ბაიერნის” ფრანგი შემტევი, კინგსლი კომანი დაჯაბნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულში “მილანის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმაც შევიდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს ტიტული, რომლის მფლობლის ვინაობასაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების 30 წარმომადგენელი ირჩევს, გასულ წელს “მანჩესტერის” შემტევს, ანტონი მარსიალს გადასცეს.
ეს პრიზი ასევე მოგებული აქვთ: უეინ რუნის, მარიო ბალოტელის, სერხიო აგუეროსა და პოლ პოგბას.