U-19-ის და U-17-ის მეტოქეთა ვინაობა ცნობილია
რამოდენიმე საათის წინ ნიონში გამართულ წილისყრაზე, ცნობილი გახდა საქართველოს 19 და 17-წლამდელთა მეტოქეთა ვინაობა ელიტ რაუნდში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.
17 წლამდელები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ:
გერმანია
სერბეთი
საქართველო
ირლანდია
აღნიშნული ჯგუფის შეხვედრები მარტის ბოლოს, სერბეთში გაიმართება.
წილისყის შესახებ კომენტარი 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ აკობიამ გააკეთა: “საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა თამაში ყველასთან შეიძლება. გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები ჩვენთვის ცნობილია. ირლანდია კი ნაკლებად. მაგრამ აუცილებლად მოვიძიებთ ინფორმაციას ამ გუნდის შესახებაც. წარმატების მისაღწევათ, ბევრი შრომა მოგვიწევს მოსამზადებელ ეტპაზე”.
ვასილ მაისურაძის 19-წლამდელებს შედარებით იოლ მეტოქეებთან მოუწევთ ჭიდილი. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ქართველ ახალგაზრდები ისრაელის, შვეიცარიის და კვიპროსის ნაკრებებ გუნდებს შეხვდებიან. ჯგუფის შეხვედრებს შვეიცარია უმასპინძლებს.
წილისყრის შემდეგ პირველი შთაბეჭდილებები, 19-წლამდელთა კაპიტანმა, ნიკა ჭანტურიამ გაგვიზიარა: “შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. შეიძლებოდა უფრო ძლიერ გუნდებსაც შევხვედროდით. თუმცა, ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ელიტ-რაუნდში სუსტი გუნდი არ არსებობს და ყველასთან დიდი ბრძოლა გვექნება. მოწინააღმდეგე გუნდებიდან შვეიცარიის ნაკრებს გამოვარჩევდი”.