U15: “დინამომ” “მინსკს” პირველი ამხანაგური მოუგო
თბილისში მინსკის დღეები ტარდება. მრავალ დაგეგმილ ღონისძიებასთან ერთად ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემია სკ მინსკის 15 წლამდელთა გუნდს მასპინძლობს. დღეს დინამოელთა და მინსკელთა შორის პირველი ამხანაგური მატჩი ჩატარდა. შეხვედრა საკამოდ აქტიურად და გარდამავალი სათამაშო უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ გატანილი გოლით 1:0 იმარჯვა, გაგნიძის თერთმეტმეტრიანი დარტყმა სტუმართა კიპერმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ისევ ლუკამ ივარგა და მინსკელთა კარიც აიღო. საგოლე მომენტები ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი ხვალ, დინამოს აკადემიაში 16.00 საათზე დაიწყება.
U15 დინამო 1:0 მინსკი
U15 დინამო: ტურძილაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე (სალუქვაძე), უბილავა (მელაძე), შაუტიძე (გოგობერიშვილი), სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, იობაშვილი (შენგელია)
Fcdinamo.Ge