U16 საქართველო (ქ) – ხორვატია (ქ) 0-1
19 აპრილს, ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე, საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. თეიმურაზ სვანაძის შეგირდები ამჯერად ხორვატ თანატოლებს გაეჯიბრნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ხორვატთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე ჰელენა სპაჟიჩმა გაიტნა.
საქართველოს ნაკრები მომედვნო შეხვედრას 21 აპრილს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 11:30 სთ-ზე დაიწყება.
საქართველო U16 – ხორვატია U16 0-1
ალბენა, სპორტული ცენტრი „ალბენა“
საქართველო U16: გაბუნია, რაუხი, გუჯაბიძე, კალანდაძე, მინაძე, დიმოპულო, ნარსია, ეჯიბია, კენჭოშვილი (72’ ცოცერია), ეპიტაშვილი, ჯანიკაშვილი (80’ ბაჯელიძე)
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ სვანიძე
გაფრთხილება: 35’ ჩანიევაცი, 61’ ნარსია
გოლი: 1-0 სპაჟიჩი (62)
სფფ-ს პრესსამსახური