U17 „Development Cup“- ის მეოთხედფინალშია
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ირანის ნაკრებთან გამართა და დიდი სხვაობით – 8:0 დაამარცხა. შედეგად, ნოდარ აკობიას გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ზეგ, 23 იანვარს, მეოთხედფინალში ლიტველ თანატოლებს შეხვდება.
ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში, ქართველ ახალგაზრდებს გოლი არ გაუშვიათ და საპასუხოდ, 14-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი. ბომბარდირთა დავაში ქართველი თავდამსხმელი – გიორგი ჯობავა ლიდერობს 5 გატანილი გოლით. 2-2 გოლი დაუგროვდათ ბექა მიქელთაძეს, გიორგი კიკნაძეს და ერეკლე ლებანიძეს.
საქართველო U17 – ირანი U15 8:0 (2:0)
საქართველო U17: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ლებანიძე, ართმელაძე
გოლები: ჯობავა (3, 45, 50, 80), მიქელთაძე (30), ნადარაია (65), ლებანიძე (70, 75)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხედფინალები 23 იანვარს გაიმართება. ლიტვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ შეხვედრას 25 იანვარს გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახური