U17: გამარჯვება სლოვაკეთთან
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დღეს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკ თანატოლებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.
პირველი სახიფათო მომენტი საქართველოს ნაკრებმა მატჩის მე-3 წუთზე შექმნა. კუთხურის შემდეგ გატანის შანსი კობოურს მიეცა, თუმცა მასპინძელთა მცველმა დარტყმა ვერ შეძლო. მე-8 წუთზე არველაძის დარტყმა ხარიხამ მოიგერია. ხიფათი ამჯერადაც სტანდარტს მოჰყვა. მე-18 წუთზე პირველი დარტყმა სტუმრებმა განახორციელეს – ჰერცის მცდელობას ისიანისთვის პრობლემები არ შეუქმნია. მალევე კოლასარმაც სცადა ბედი, თუმცა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ამჯერადაც დამაჯერებლი იყო. ტაიმის ბოლოს არაბიძის ჩაწოდების შემდეგ გატანის შანსი მასპინძებს კვლავ მიეცათ, თუმცა ვერც გვასალია და ვერც არველაძე ბურთს ვერ შეწდვნენ.
მეორე ნახევარი მასპინძელთა შეტევით დაიწყო. კუხიანიძის ძლიერი დარტყმა სტუმართა მეკარემ მოიგერია. თამაში ტყებუჩავას გუნდის კარნახით მიმდინარეობდა და სავსებით ლოგიკურიც იყო, რომ მე-60 წუთზე ანგარიში არაბიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ეფექტრუი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და გათანაბრებაც შეეძლოთ, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა დუბეცმა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. საპასუხო კონტრშეტევაში კი უკვე ქართველებს ჰქონდათ შანსი, თმცა მეკარე ამ ეპიზოდში ზუსტი იყო. ბოლო წუთებზე ორივე გუნდის მოთამაშეებმა რამდენიმე სტანდარტი მოაწოდეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს და სლოვაკეთის 17 წლამდელების მეორე ტესტ-მატჩი 26 თებერვალს გაიმართდება.
საქართველო U17 1-0 სლოვაკეთი U17
გოლი: არაბიძე 60′
საქართველო: ისიანი, ბერძენაძე, ყურშაშვილი, ლოჩოშვილი (ბულუხაძე 44′), კობოური, ყურაშვილი, კუხიანიძე (სამურკასოვი 63′), არველაძე (არდაზიშვილი 73′), გვასალია (მუზაშვილი 62′), არაბიძე, კოხრეიძე (ბუღრიძე 57′).
სლოვაკეთი: სზარაზი, შულეკი, შტრბა, შიმკო, იასურეკი, ტესლარი (ვარგა 41′), დანჩაკი (პასტორეკი 57′), ჰერცი (ჰალგოში 41′), კოლესარი (სუსოლიკი 72.’), ლაუკო (კელე58′), ტუპტა (დუბეცი 63′).
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები