U17 – ყაზახებს ექსპერიმენტული შემადგენლობით ვძლიეთ
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2014/02/u17-testtt.png)
დღეს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა. ნოდარ აკობიამ გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა და არაერთ ფეხბურთელს დააკვირდა.
პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, თუმცა, საქართველოს ნაკრებს საგოლე მომენტები ჰქონდათ და მეტოქეს თამაშითაც სჯობდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, აკობიამ თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა. მატჩის ერთადერთი გოლიც, სწორედ, მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა.
საქართველოU17 – ყაზახეთიU17 1:0 (0:0)
საქართველოU17: ბენდიანიშვილი, კაპანაძე, გოგიაშვილი, ჟღენტი, ნემსაძე, გაფრინდაშვილი, ქობულაძე, პაპუაშვილი, ცქიტიშვილი, კიკნაძე, ცინცქილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, ფირცხალავა, არველაძე, გალდავაძე, ქანთარია, ქოქიაშვილი, სადღობელაშვილი, აბელაშვილი, გაბრიჩიძე
გოლი: გაბრიჩიძე (43)
15 თებერვალს, გუნდები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ითამაშებენ. მატჩი კვლავ „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური