U17 ყაზახეთში, „პრეზიდენტის თასზე“ მიემგზავრება
ხვალ საღამოს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) ყაზახეთში გაემგზავრებიან, სადაც ტრადიციულ, ყოველწლიურ ტურნირში – „პრეზიდენტის თასი“ – მიიღებენ მონაწილეობას.
გოჩა ტყებუჩავას გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ უკვე ორი დღეა ემზადება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ყაზახეთში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრებიან:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), ლუკა სანიკიძე („საბურთალო“, თბილისი)
მცველები: ომარ ბულუხაძე („საბურთალო“, თბილისი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), შალვა ბურჯანაძე, გიორგი ბერძენაძე (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), თორნიკე ჭურაძე („ზესტაფონი“)
ნახევარმცველები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა კვანტალიანი („ატლეტიკო მადრიდი“, ესპანეთი), გაბრიელ საგრიშვილი, ლუკა ფოჩხუა, აკაკი ყურაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი („საბურთალო“)
თავდამსხმელები: ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), ბექა ქავთარაძე („35-ე სკოლა“)
როგორც აღვნიშნეთ, ეს ტურნირი ყოველწლიურია და უკვე მეშვიდედ ტარდება. საქართველოს ასაკობრივი ნაკრები კი, მისი მუდმივი მონაწილეა. ტურნირი 24-30 ივნისს, ასტანაში, „ასტანა არენაზე“ გაიმართება.
წელს, ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს. ორგანიზატორებს ფორმატის შეცვლა მოუწიათ, ვინაიდან ჩინეთისა და ირანის ნაკრებებმა სავიზო პრობლემების მოგვარება დროულად ვერ შეძლეს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს:
A ჯგუფი – ყაზახეთი, საქართველო, ყირგიზეთი
B ჯგუფი – ესპანეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი
ტურნირის კალენდარი კი, ასეთია:
25 ივნისი
10:00 – აზერბაიჯანი vs ტაჯიკეთი
16:30 – ტურნირის საზეიმო გახსნა
17:00 – ყაზახეთი vs ყირგიზეთი
26 ივნისი
14:00 – საქართველო vs ყირგიზეთი
17:00 – ტაჯიკეთი vs ესპანეთი
27 ივნისი
14:00 – ესპანეთი vs აზერბაიჯანი
17:00 – ყაზახეთი vs საქართველო
29 ივნისი
10:00 – მატჩი 5-6 ადგილებისთვის
12:00 – მატჩი 3-4 ადგილებისთვის
17:00 – ფინალი და დაჯილდოვების ცერემონიალი
ტრადიციულად, ტურნირის ორგანიზატორები საუკეთესოებს გამოავლენენ შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.
სფფ-ის პრესსამსახური