U17: საქართველო უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის გადამწყვეტ მატჩში ლატვია პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
მინსკში მიმდინარე ტურნირზე გიორგი ნემსაძის შეგირდებმა სამივე მატჩი წაუგებლად ჩაატარეს, სამივეჯერ მეტოქეზე ზუსტად შეასრულეს მატჩისშემდგომი პენალტებიც და 6 ქულა დააგროვეს.
ლატვიელებთან მთავარმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, ბაქრაძე (ჩოთალიშვილი), ჯანგიძე, შალიკაშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, ჯინჭარაძე (დავითაშვილი), ოგბაიძე (ჩარკვიანი), კიკნაძე (გულიაშვილი).
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 6 ქულა დააგროვა, ასევე 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ლატვია, მოლდოვას 4 ქულა აქვს, ხოლო მასპინძელ ბელარუსს – 2 ქულა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები თბილისში ორშაბათს ღამით დაბრუნდება.
სფფ-ის პრესსამსახური