U17: საქართველოს ნაკრები პრეზიდენტის თასზე რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ყაზახეთში ჩატარებული პრეზიდენტის თასის გათამაშება საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა, თუმცა ფინალში 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა.
რუსეთთან მატჩი ქართველმა 17-წლამდელებმა კარგად დაიწყეს, მე-2 წუთზევე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მაგრამ მეტოქემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. საბოლოოდ, გუნდებმა შეხვედრა პენალტების სერიამდე მიიყვანეს, რაც მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი, 6 გოლით, ჩვენი გუნდის კაპიტანმა – ზურიკო დავითაშვილმა აიღო.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.
Gff.Ge