U18: აკადემია ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

თარიღი: მაისი 19, 2014

ფინალურ სერიაში „აკადემია“ დაწინაურდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაძაბულ ბრძოლაში – 65:61 დაამარცხა „მართვე 165-ე სკოლა“ და ჩემპიონობას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. აკადემიელებმა 10:0 გარღვევით დაიწყეს თამაში, თუმცა მართველები ნელ-ნელა ალაგებდნენ თამაშს და ჩამორჩენაც პირველი მეოთხედის დასრულებამდე გააბათილეს და პირველ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ – 19:17.

კარგად თამაშობდა „მართვეს“ როგორც წინა, ისე უკანა ხაზი. სოსო გოგნაძისა და გიორგი ტუღუშის ტანდემმა გიორგაძე-დარბაიძის ტანდემს აჯობა, რაც ანგარიშშიც გამოიხატა. „მართვე“ ბოლო პერიოდამდე ლიდერობდა, სანამ აკადემიელებმა სწრაფი თამაშის წყალობით უპირატესობა არ მოიპოვეს. ბოლო წუთებში ტომარაძის გუნდს ტანმაღალი დარბაიძე პერსონალურების გამო მოედნიდან გაუვარდათ, რასაც მართველებმა ტანმაღალ მოთამაშეთა ტანდემი დაუპირისპირეს.

ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან აკადემიელებმა პერიმეტრიდან შეუტიეს, ხოლო ფარქვეშ ლუკა გიორგაძემ 2-ჯერ შეტევაში უმნიშვნელოვანესი ბურთი მოხსნა, რითაც „მართვეს“ მოგების იმედი გადაუწურა.

„აკადემიაში“ 17 ქულით საუკეთესო იყო გიორგი თევდიორაშვილი, ხოლო დავით აფხაზავამ 15 ქულა მიითვალა. გიორგაძემ პირად ანგარიშზე 15 მოხსნა და 6 ქულა ჩაიწერა, ნიკა ცინცაძის 6 ქულიდან კი 5 ბოლო წუთზე მოდის. აკადემიელთა ბოლო 5 ქულა სწორედ ცინცაძემ მიითვალა. „მარტვეში“ 16 ქულით ბომბარდირი დავით ლომიძე გახდა, სოსო გოგნაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა შეხვედრა 14-14 ქულით დაასრულეს.

სერიის მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

 

ხათუნა გაბედავა („მართვეს“ მთავარი მწვრთნელი): ეს მარცხი ალბათ გადაღლილობის ბრალია. ფიზიკურად ვეღარ გავუძელით და ამის გამო შეცდომებმაც იჩინა თავი. ვეცდებით შემდეგი მატჩებისთვის ძალები აღვიდგინოთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

 

ირაკლი ტომარაძე („აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): როგორც იქნა, ჩვენი თამაში ვიპოვეთ, გამოვასწორეთ წინა მატჩებში დაშვებული შეცდომები და გამარჯვება მოვიპოვეთ. „მართვე“ძალიან მაგარი გუნდია და ბრწყინვალე თამაში აჩვენა, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს ჩვენ აღმოვჩნდით უფრო ძლიერები.

u-18.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა