U18 ბორჯღალოსნების ამხანაგური მატჩი ევროპამდე

თარიღი: მარტი 29, 2014

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც 2014 წლის ერვოპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში შეკრებაზე იმყოფება, გუშინ, 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა ფრანგული ტოპ 14-ის 18 წლამდელთა გუნდთან. შეხვედრა 18 წლამდე ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით  22:17 დასრულდა.

ქართულ-ფრანგული ამხანაგური

თამაშზე მოსულმა ქომაგმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილეს. ‘კლერმონის’ ახალგაზრდული გუნდი, ჩვენს ნაკრებს გარკვეულ კომპონენტებში სჯობდა, უფრო უკანახაზელების ინდივიდუალურ თამაშში, მაგრამ უმცროსი ბორჯღალოსნების თავდადებამ თავისი გაიტანა. ქართველი მორკინალები მეტოქისას სჯაბნიდნენ, მოკლე დარტყმებისას ფაზებს კარგად კინძავდნენ და ამის ხარჯზე მეტოქეს მათსავე ნახევარზე ამყოფებდნენ, მაგრამ იყო ტექნიკური წუნი და სწორედ ამის ბრალია, ტაბლოზე უფრო დიდი სხვაობა რომ არ დაფიქსირდა.

ჩვენს გუნდს უჭირდა თამაშის გაშლა, თუმცა, მწვრთნელების თქმით, ამ ხაზში სასტარტო შემადგენლობის სამი მორაგბე გვაკლდა (10-12-15) და უშუალოდ პოლონეთში საქართველოს ნაკრები სხვაგვარად ითამაშებს. ნებისმიერ შემთხვევაში, კლერმონელებთან მატჩით მიღებული გამოცდილება, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე თავად მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მატჩის დებიუტში საჯარიმოთი ანგარიში საქართველომ გახსნა. მეტოქე რაქში დაჯარიმდა და კონსტანტინე ახობაძემ საშუალო დისტანციიდან გაიტანა. მალე ლელოს დადების შანსიც გაჩნდა, თორნიკე მანაგაძემ ხაზი გაჭრა და მარჯვნივ იერიშში გიორგი მელაძე ჩართო, მაგრამ მას ბურთით ფეხის გადაკიდება ძლიერად მოუვიდა და ის პირით ხაზს გასცდა.

საწყისი 15 წუთის შემდეგ ფრანგებმა ბურთი მოიხელთეს, ფეხით მოკლეზე გადაკიდების შემდეგ, ქართველმა უბურთო მეტოქე შეაჩერა და გასატანი პოზიციიდან წონასწორობა აღდგა. ორიოდე წუთში საქართველოს ნაკრებმა მოკლე დარტყმებით ლამის ნახევარი მოედანი გაიარა, ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ბესიკ გოგოლაძემ აიტაცა და ლელო დადო. ვასილ ლობჟანიძეს გარდასახვა გაუფუჭდა.

ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს U18 ნაკრების იყო, ის ბურთსაც აკონტროლებდა, მაგრამ 24-ე წუთზე ლაშა საჯაია რაქში შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინ ბინით. ‘კლერმონმა’ მეტობა მალევე გამოიყენა, მათმა მგეზავმა ხაზი ცენტრში გაჭრა და ფულბეკმა ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა და ერთ ეპიზოდში ხაზის გადაკვეთაც მოხერხდა, მაგრამ შემტევმა ბურთის დამიწება ვეღარ შეძლო – 8:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს ჯერ არეკნი, შემდეგ კი, ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. მათ შორის საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ლობჟანიძემ მიიღო, მაგრამ გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ამას კვლავ მოკლე დარტყმებით იერიშები მოყვა, ბექა გორგაძემ რაქიდან მოულოდნელად ორჯერ შეუტია, მაგრამ პირველი ტაიმის მსგავსად, მსაჯებმა ზედახორაში ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირეს. სამაგიეროდ, ‘კლერმონმა’ ბურთი კარგად გაშალა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.

განახლდა თუ არა თამაში, მეტოქეს მასსავე 22-ში ფეხით მოგერიებისას დავუფარეთ, ბურთს ერთბაშად სამი ქართველი მიყვა, მაგრამ ყველას გიორგი ხარებავამ დაასწრო. ლელოს თორნიკე მანაგაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა და სხვაობა 2 ქულამდე მალევე დავიდა. მეტოქე დაიღალა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ კარგად დაძრული მოლების, თუ მოკლე დარტყმების სერიების შემდეგ, ზედ ხაზთან ლელოს გატანა ვეღარ ხერხდებოდა.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 22-ის ხაზთან დერეფანი მოიგო და მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარა, ამას რამდენიმემოკლე დარტყმა მოყვა და ოთარ გორგაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, ხოლო მანაგაძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა და 22:17 მოგებით გულშემატკივართან ერთად გაიხარა.

რაღაც პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამოსწორება შეიძლება

ნამატჩევს, 18 წლამდელების მწვრთნელმა მამუკა ტყეშელაშვილმა განაცხადა: “ევროპის ჩემპიონატამდე ეს ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იყო. მანამდე საკონტროლო მატჩები საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთანაც გავმართეთ. გუნდი შეკრებაზე დარჩება და პოლონეთში 6 აპრილს გაემგზავრება.

„ამ თამაშმა დაგვანახა, რომ რაღაც პრობლემები არის, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. სხვა მხრივ, კარგი თამაში იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, შერკინებაში უპირატესობა გვქონდა და ეს კარგად გამოვიყენეთ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ლიდერი გვაკლდა, ის ბიჭები, რომელთაც გამოცდილება აქვთ და მათი უმეტესობა უკანა ხაზში თამაშობს. სწორედ ამიტომ გაჭირდა თამაშის გაშლა. სამაგიეროდ, ინიციატივა შერკინებამ აიღო, მეტოქე დაღალა და გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოხერხდა. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ასე ვერ ვითამაშებთ, იქ თუ მორკინალებს ხაზიც არ აყვა, მაშინ არაფერი გამოგვივა.

„დღეს დაგვაკლდნენ თორნიკე ზოიძე, ირაკლი სვანიძე და გიორგი კოშაძე. დავით ლობჟანიძეს მხრის ტრავმა აწუხებს და დღეს ის შეცვლაზე კი ვათამაშეთ, მაგრამ ბევრად მეტი შეუძლია. ეს ოთხივე მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და მათთან ერთად ბევრად უკეთ ვითამაშებთ. მორაგბეებს ენტერო-ვირუსი შეეყარათ და იყო მიკრო-ტრავმები, მაგრამ ექიმებმა კარგად იმუშავეს, ახლა ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვართ და იმედია, გამგზავრებამდე დარჩენილ მცირედ პრობლემებსაც აღმოვფხვრით.

„აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ასეთი ფიზიკური მონაცემების გუნდი ჯერ არ გვყოლია. წელს მრავლად გვყავს მაღალი ბიჭები. ირლანდიის თამაში შარშან ვნახეთ და ჩვენი გამოუცდელობის გამო მცირედით დავმარცხდით. შერკინებაში დიდი ბრძოლა გავუმართეთ და არაფერი დავუთმეთ, წელს კი, მეტის მიღწევას ვეცდებით. თუმცა ისიცაა, რომ ახლა მეტოქეც სხვა თვალით გვიყურებს და შარშანდელზე მეტად მოინდომებს. პოლონეთში ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ და ვნახოთ რა მოხდება”.

U18 საქართველოს სამატჩო რამზი

შერკინება

1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბესო გოგოლაძე, 5. მიხეილ ბაბნუაშვილი, 6. ლაშა საჯაია, 7. ოთარ გიორგაძე, 8. ბექა გორგაძე (კაპ)

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. კონსტანტინე ახობაძე

ხაზი

11. ბექა ნონიაშვილი, 12. სანდრო ილურიძე, 13. გიორგი კვესელაძე, 14. გიორგი მელაძე, 15. თორნიკე მანაგაძე

მარქაფა

16. გიორგი ხუროშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. შაქრო ლომსიანიძე, 20. ლაშა მამუჩარაშვილი, 21. მამუკა ჩაჩიბაძე, 22. დათო ლობჟანიძე, 23. კახა ელბაქიძე, 24. მიხეილ გორგასლიძე, 25. გიორგი ჯავახია

rugby.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა