U18 ევროპის ჩემპიონატი, ელიტ დივიზიონი – საქართველო V იტალია
11 აპრილს სტარტი აიღო FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშებამ U18 ნაკრებებს შორის. პირველ ტურში უმცროსი ბორჯღალოსნები ოპალენიცას სტადიონზე ირლანდიელ თანატოლებს შეხდნენ. პირველი ტაიმი მათ 10-5 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ქულა ვეღარ მოიპოვეს და სამი მიღებული ლელოს შედეგად, ირლანდიელებთან დამარცხდნენ 10-20.მატჩის მიმოხილვის ვიდეო>>>
ელიტ დივიზიონის პირველი ტურის სხვა მატჩებში, ინგლისელებმა 62-5 სძლიეს პორტუგალიელებს, ხოლო შოტლანდიელმა 18 წლამდელებმა 2 ქულის სხვაობით, 21-23 დათმეს შეხვედრა უელსელებთან. მეორე ტურში ჩვენი მომდევნო მეტოქე იტალიის 18 წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 29-7 დამარცხდა
მატჩი იტალიასთან და ქვედა ოთხეულის ლიდერობისათვის ბრძოლა
ამრიგად, გათამაშების მეორე ტურში, U18 ბორჯღალოსნები იტალიას შეხვდებიან. მატჩი ხვალ, 15 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. წინა ტურის მსგავსად, მატჩის სტრიმის მეშვეობით ნახვა შესაძლებელი იქნება ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე Eurorugby2014.pl. მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიისა და შოტლანდიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და 19 აპრილს მეხუთე ადგილსათვის გააგრძელებს ბრძოლას.
U18 საქართველოს სამატჩო რაზმი იტალიის წინააღმდეგ >>>
შერკინება
1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. გიორგი ჯავახია, 5. ოთარ გიორგაძე, 6.მიხეილ გორგასლიძე, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე
ღერძი
9. ვასილ ლობჟანიძე, 10. კოტე ახობაძე
ხაზი
11. თორნიკე მანაგაძე, 12. გიორგი კოშაძე, 13. სანდრო ილურიძე, 14. დავით ლობჟანიძე, 15. ირაკლისვანიძე (კაპ)
მარქაფა
16. ლუკა გოგინავა, 17. შაქრო ლომსიანიძე, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ხუროშვილი, 20.ლაშა მამუჩარაშვილი, 21. თორნიკე ხურცილავა, 22. ბექა ნონიაშვილი, 23. გიორგი მელაძე, 24. ბესიკგოგოლაძე, 25. ლაშა საჯაია, 26. კახა ელბაქიძე