U18 ევროპის ჩემპიონატი, ელიტ დივიზიონი – საქართველოს V ირლანდია
ხვალ, 11 აპრილს სტარტს იღებს 2014 წლის U18 ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშება, რომელიც პოლონეთში გაიმართება.
საქართველოს U18 ნაკრები ერთი კვირაა რაც პოლონეთში იმყოფება, სადაც განაგრძობს მზადებას ელიტ დივიზიონის პირველი მატჩისათვის, რომელსაც 18 წლამდე ბორჯღალოსნები ირლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ (სტატიის ბმული). შეხევედრა თბილისის დროით 16:00 საათზე, ოპალენიცას სტადიონზე გაიმართება.
სთრიმი
ტურნისირს ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციით მატჩის სთრიმის მეშვეობით ნახვა შესაძლებელი იქნება ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე Eurorugby2014.pl და FIRA AER-ისDailymotion.com/FIRA-AER არხზე.
U18 საქართველოს სამატჩო რაზმი ირლანდიის წინააღმდეგ >>>
დღეს 18 წლამდელებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო რაზმი დაასახელა:
შერკინება
1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბესიკ გოგოლაძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლაშა საჯაია, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე
ღერძი
9. ვასილ ლობჟანიძე, 10. კოტე ახობაძე
ხაზი
11. გიორგი მელაძე, 12. გიორგი კოშაძე, 13. სანდრო ილურიძე, 14. დავით ლობჟანიძე, 15. ირაკლი სვანიძე.
მარქაფა
16. ლუკა გოგინავა, 17. შაქრო ლომსიანიძე, 18. გიორგი ჯავახია, 19. გიორგი ხუროშვილი, 20. ლაშა მამუჩარაშვილი, 21. ბექა ნონიაშვილი, 22. თორნიკე ხურცილავა, 23, თორნიკე მანაგაძე
Rugby.GE