U18 პირველი ტურნირის პირველი მატჩისათვის ემზადება

თარიღი: აპრილი 10, 2014

11 აპრილს რაგბის ქართველ ქომაგებს დატვირთული დღე ელით. 11:00 საათზე U20 ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის მეორე რაუნდში აშშ-ს შეხვდებიან (მატჩის მიმდინარეობისას კვლავ ტექსტური ლაივი იწარმოებს რაგბის კავშირის Facebook და Twitter პლატფორმებზე), ხოლო თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშების მატჩი საქართველოსა და ირლანდიის 18 წლამდე ნაკრებებს შორის, რომელიც ოპალენიცას სტადიონზე შედგება

ტურნისირს ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციით მატჩის სთრიმის მეშვეობით ნახვა შესაძლებელი იქნება ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Eurorugby2014.pl და FIRA AER-ისDailymotion.com/FIRA-AER პლატფორმაზე.

ელიტ დივიზიონი

წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთში, პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება.

შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ტურნირის პირველ რაუნდში ქართველი 18 წლამდელები პირველ მატჩს ირლანდიასთან გამართავენ. მატჩი ოპალენიცას სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მეორე რაუნდი 15 აპრილს გაიმართება. პირველ რაუნდში მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს U18 ნაკრები საფრანგეთი-იტალიის წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება. ტურნირის ფინალურ რაუნდში, რომელიც 19 აპრილს შედგება, ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა

U18 პოლონეთში აგრძელებს მზადებას

ჩვენი 18 წლამდელები პოზნანში 6 აპრილს გაემგზავრნენ, სადაც პირველი მატჩისათვის მზადებას განაგრძობენ. უმცროსი ბორჯღალოსნები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის თქმით გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია. საბედნიეროდ მზადება ტრავმების გარეშე მიმდინარეობს.

ხვალ, 10 აპრილს ნაკრები ოპალენიცას სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავს,  რომლის შემდეგაც დასახელდება გუნდის სამატჩო რაზმი.

დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ოთხი დღეა რაც ჩამოვედით. სავარჯიშოდ კარგი პირობებია. ყოველდღე კარგ მოედანზე ვვარჯიშობთ. დღეში ორ ვარჯიშს ვატარებთ მინდორზე და დარბაზშიც ბევრს ვარჯიშობენ ბიჭები. ხვალ, ოპალენიცას სტადიონზე ჩავატარებთ კაპიტნის ვარჯიშს.

„საბედნიეროდ გუნდში არავინაა ტრავმირებული. ბიჭებიც ოპტიმალურ ფორმაში არიან, დალაგდნენ და დაღლილობამაც გადაიარა. შეკრებისა და ჩატარებული სპარინგ მატჩების ეიფორიამ ჩაიარა უკვე. აქაურ ვარჯიშებს ხარვეზების გამოსასწორებლად ვიყენებთ. რაც მთავარია, ის სუსტი მხარეები რაც კლერმონთან გამოჩნდა გამოსწორებულია.

„პირველივე შეხვედრა ირლანდიის 18 წლამდელთა ნაკრებთან გვაქვს. სამწუხაროდ მათი თამაშის ნახვის და შესწავლის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ ირლანდიელები ამ ასაკში სტანილურად ძლიერები არიან და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით მათთან სათამაშოდ. როგორც მწვრთნელმა მინდა განვაცხადო, რომ გუნდი გაუმჯობესებულია და კარგი მდგომარეობაა, როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში. ყოველ შემთხვევაში ირლანდიასთან თამაშში ჩვენი მხრიდან არ იქნება მხოლოდ შერკინების დომინირება, ხაზის მოთამაშეებიც საფუძვლიანად ჩაერთვებიან.

„ჩვენ ელიტ დივიზიონში ვთამაშობთ და აქ ცუდი მოწინააღდეგე არ არის, ყველა ძლიერია. ირლანდიის შემდეგ, საფრანგეთთან ან იტალისთან მოგვიწევს თამაში. ორივე ძლლიერი გუნდია. იტალიასთან ჩვენ 18 წლამდელებს წინა ტურნირებზე უთამაშიათ და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულეს, მაგრამ საფრანგეთთან ჯერ არ გვითამაშია. წელს ჩვენ მიზანს მე-6 ადგილის გაუმჯობესება წარმოადგენს და ამიტომ ყველა მატჩს ინდივიდუალურად მივუდგებით და მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ, მაგრამ ჯერ ირლანდიის თამაშია წინ და შესაბამისად ჩვენი სრული კონცენტრაცია ამ მატჩზე არის გადატანილი.“

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა