U18 საქართველო – U18 ‘კლერმონი’ ამხანაგური მატჩი/მეორე შეხვედრა
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს, სპარინგი გამართა ‘კლერმონელ’ თანატოლებთან, რომლებიც თბილისში 25 მარტს ჩამოვიდნენ.
გუშინდელ სავარჯიშო, მართვად თამაშში ორივე გუნდის მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა და ფრედერიკ სიოვომ, თავიდან ცალ-ცალკე ავარჯიშეს შერკინება და ხაზი. ვინაიდან შეხვედრა სავარჯიშო ხასიათის იყო, მწვრთნელების გადაწყვეტილებით მსაჯი ხშირად ზედიზედ ნიშნავდა შერკინებას თუ აუტს მოედნის სხვა და სხვა ადგილებში.
ორივე გუნდის ყველა მოთამაშეს მიეცა სავარჯიშო მატჩში მონაწილეობის საშუალება. თამაშის მსვლელობისასგუნდებმა დადეს ლელოები, მაგრამ სავარჯიშო ხასიათის გამო, ანგარიშს ყურადღება არ ექცეოდა.
ოფიციალური, ამხანაგური მატჩი
ხვალ, 28 მარტს საქართველოსა და ‘კლერმონის’ 18 წლამდელები სრულფასოვან, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 16:00 საათზე დაიწყება.
ხვალინდელი მატჩი 18 წლამდე ბორჯღალოსნებისათვის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენს.
18 წლამდელები მოსამზადებელ შეკრებას 3 აპრილამდე გაივლიან, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონის გათამაშებაში საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან.
სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ-მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი, მენეჯერი პაატა მაისურაძე
Rugby.GE