U19: ”დინამო” 0 – 0 ”ტორპედო”
დღეს, ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. ბათუმის ”დინამო” ქობულეთში, ქუთაისის ”ტორპედოს” მასპინძლობდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
პირველ ნახევარში ქუთაისელები ორჯერ ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ერთ მომენტში ლევან შოვნაძემ ითამაშა კარგად, მეორეში კი სტუმრებს სიზუსტემ უმტყუნათ. თავის მხრივ ბათუმელებს ჰქონდათ საუკეთესო შანსი – გიორგი ქუთელია შესანიშნავად შეიჭრა საჯარიმოში, მეტოქის მცველებს გვერდი აუარა და ერთი-ერთზე გასულმა კარს ააცილა. მეორე ტაიმში მომენტები ორჯერ ბერიძეს, შანთაძეს და მიქაძეს შეექმნათ, თუმცა უშედეგოდ. თავის მხრივ ძალზე სახიფათოდ უტევდნენ ტორპედოელებიც, მომენტებში სიზუსტემ უმტყუნათ, თავის მხრივ შოვნაძემ კიდევ ორჯერ ითამაშა დამაჯერებლად, ერთხელ კი ალეკო ცეცხლაძემ გამოიტანა კარის ხაზიდან კუთხურის შემდეგ. საგოლე მომენტებით დახუნძლული მატჩი ფრედ – 0:0 დამთავრდა.