U19 – მაისურაძის ნაკრების ორი ტესტ-მატჩი თურქეთში
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 4 მარტს თურქეთში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ეს ტესტ-მატჩები მაისში გასამართი ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპია. მატჩების დაგეგმვაში ქართულ მხარეს დიდი დახმარება გაუწია შოთა არველაძემ.
5 მარტს, სტამბულში ქართველი 19-წლამდელები „გალათასარაის“ 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან. 7 მარტს კი, „ქასიმფაშას“ ასაკობრივ გუნდთან ითამაშებენ.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი თურქეთში შემდეგ ფეხბურთელებს წაიყვანს:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“)
მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი)
ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი)
19-წლამდე ნაკრები თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. ელიტრაუნდამდე კი, აპრილში ვასილ მაისურაძის გუნდს პორტუგალიური ოთხთა ტურნირი ელის, სადაც ჩვენი 19-წლამდე ნაკრებები უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად თამაშობენ.
სფფ-ის პრესსამსახური